როგორ ვმართოთ სხვისი კომპიუტერი TeamViewer-ის საშუალებით
კავშირის დასამყარებლად საჭიროა ორივე მომხმარებელმა "სერვერმა" (კომპიუტერი რომელსაც ვუკავშირდებით) და "კლიენტმა" (კომპიუტერი რომლიდანაც ჩვენ ვუკავშირდებით) გადმოწერონ ეს პროგრამა და "სერვერმა" უკარნახოს "კლიენტს" კოდი და პაროლი. კლიენტი-სთვისაც და სერვერი-სთვისაც აუციელებელია TeamViewer-ის გადმოწერა. | გადმოსაწერი ბმული | ზომა: 4.4 MB |
გავუშვათ გადმოწერილი ფაილი და ავირჩიოთ Run (იმისათვათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პროგრამის ინსტალაცია). ასევე შეიძლება Install-ს არჩევა, ამ შემთხვევაში დაიწყება პროგრამის ინსტალაცია თქვენს კომპიუტერზე. ინსტალაციის შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ Personal / Non-Commercial Use, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა შეწყვეტს უფასოდ მუშაობას და შეგექმნებათ დამატებითი პრობლემები.