როგორ ვაქციოთ ზაფხულის სურათი შემოდგომისად Photoshop-ით - rogor.ge

როგორ ვაქციოთ ზაფხულის სურათი შემოდგომისად Photoshop-ით

 

ჩავრთოთ Photoshop და გავხსნათ სასურველი საზაფხულო სურათი.

 

მენიუდან შევდივართ Image -> Adjustments -> Hue/Saturation (ისე როგორც სურათზე არის ნაჩვენები).

 

გადავწიოთ Hue მარცხნივ სასურველ მნიშვნელობამდე და ვაჭერთ OK, ჩემს შემთხვევაში - 49

 

ინსტრუმენტების პანელში აირჩიეთ Lasso და მონიშნეთ ბუჩქი, ხე ან რაიმე სასურველი ობიექტი.

 

ისევ შევდივართ Image -> Adjustments -> Hue/Saturation და Hue-ს ვწევთ ცოტათი მარცხნივ, ჩემს შემთხვევაში - 10

 

გავიმეოროთ იგივე მოქმედება სხვა მცენარეებთან მიმართებაში, ასე სურათი უფრო რეალისტური გახდება.

 

ინსტრუქციის ზუსტად შესრულებით თქვენ აუცილებლად მიიღებდით სასურველ შედეგს. იმ შემთხვევაში თუ გსურთ შემოდგომის პეიზაჟი აქციოთ ზაფხულისად, ამისათვის საჭიროა ზუსტად იგივე მოქმედების შესრულება, ოღონდ Hue-ს მაჩვენებლების საპირისპირო მიმართულებით გადაწევა.