როგორ ვისწავლოთ გიტარაზე დაკვრა (სახლის პირობებში) - rogor.ge

როგორ ვისწავლოთ გიტარაზე დაკვრა (სახლის პირობებში)

 

დასაწყისისათვის საჭიროა შეარჩიოთ გიტარა. დაკვრის სწავლა, რა თქმა უნდა, უფრო მარტივი იქნება აკუსტიკურ გიტარაზე: სიმები და ლადები, მასზე ცოტათი უფრო მოშორებითაა ერთმანეთისგან, ვიდრე ელექტრონულ გიტარაზე. სამაგიეროდ, ელექტრონული გიტარი სიმები აკუსტიკურთან შედარებით, უფრო მსუბუქია.

 

ინსტრუმენტის არჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ იმ ინსტრუმენტს, რომელიც თქვენთვის მეტად კომფორტული იქნება. გიტარის ფორმა, დეკის ზომა და ფერი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ მთავარია რამდენად კომფორტული იქნება თქვენთვის მისი ხელში დაჭერა. გიტარაზე დაკვრის დროს, მისი წონა გადადის მარჯვენა მუხლზე (მარჯვენა ხელით დამკვრელთათვის), ზევიდან მარჯვენა ხელით უნდა გეჭიროთ დეკა. ამ დროს მარცხენა ხელი უნდა იყოს სრულიად თავისუფალი. შერჩევისას უმჯობესია, რა თქმა უნდა, არჩევანი შეაჩეროთ კლასიკური ან ვესტერნის სტილის გიტარაზე.

 

მთავარი, რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, გარდა მოხერხებულობისა არის - სიმების სიმაღლე გრიფის დონიდან. რაც უფრო დაშორებული იქნება სიმები გრიფისგან, მით უფრო რთული იქნება აკორდების აღება და დაჭერა.

 

და რა თქმა უნდა, გიტარა უნდა იყობოდეს სწორად. სთხოვეთ გიტარაზე დაკვრის მცოდნე მეგობარს, ააწყოს და დაუკრას გიტარაზე. აღებული აკორდების ხმა უნდა იყოს სუფთა და შეესაბამებოდეს ჭეშმარიტებას.

 

მას შემდეგ, რაც შეიძენთ გიტარას, პირველი რაც უნდა გააკეთოთ - უნდა ისწავლოთ საკუთარი გიტარის აწყობა. ახალ სიმებს განსაკუთრებით ახასიათებთ დაკვრისაგან გაჭიმვისკენ მიდრეკილება, რის გამოც ირღვევა გამოცემული ბგერების სიზუსტე. გიტარას აწყობა შეიძლება კამერტონის, ელექტრო ან ონლაინ ტუნერის საშუალებით, ინტერნეტით. გიტარის გამართულობა უნდა შეამოწმოთ ყოველი გაკვეთილის წინ, რათა არ გაიფუჭოთ სმენა: როგორც ცნობილია, მისი აღდგენა შეუძლებელია.

 

თითები, რომლებმაც არ იციან სიმები, თავდაპირველად ძლიერად გეტკინებათ და არ დაგემორჩილებათ, მაგრამ არ დაკარგოთ სიმტკიცე. მას შემდეგ, რაც მარცხენა ხელი დაგეღლებათ, დაისვენეთ გარკვეული ხნით, შემდეგ ისევ განაგრძეთ მეცადინეობა. ყველა დიდებული გიტარისტი აკეთებს ამ ვარჯიშს, რომელიც საშუალებას იძლევა შეინარჩუნოთ ხელების მოხერხებულობა.

 

შეგიძლიათ შეარჩიოთ გამები გიტარისათვის და ვარჯიში მათზე განაგრძოთ: გამოცემული ხმა გახდება უფრო საინტერესო და საშუალებას მოგცემთ განაგრძოთ სწავლა. ასევე შეგიძლიათ, სთხოვოთ მუსიკოს მეგობრებს დაუკრან რამდენიმე მარტივი მელოდია ნელ ტემპში. სწორად ასე შეძლებთ თითების შედარებით სწრაფად გავარჯიშებას.

 

დაიმახსოვრეთ, რომ ხმა გამოიცემა შემდეგი პრინციპით: მარკვენა ხელის ცერა თითი "მუშაობს" მეექვსე და ხებუთე სიმებთან. საჩვენებელი თითი - მეოთხე სიმასთან. შუა თითი - მესამესთან, არათითი - მეორესთან და ნეკა თითი - პირველ სიმასთან.

 

მას შემდეგ, რაც თითებს მეტ-ნეკლებად სწორად მოათავსებთ საჭირო სიმებზე, გადადით აკორდებზე. იმისათვის, რომ შეძლოთ ყველაზე მარტივი მელოდიების დაკვრა, დასაწყისისათვის საკმარისი იქნება 10 აკორდის სწავლა.

 

ნოტებზე გადადით მხოლოდ მაშინ, როცა შედარებით გაერკვევით აკორდებში და იქნებით ამისათვის მზად. ბევრ ახალბედას იმდენად აშინებს ნოტები, რომ მათი სწავლის ჟინი ქრება, გიტარას ტოვებენ და წლების განმავლობაში არ იღებენ ხელში.

 

პირველ თვეში, შეეცადეთ იმეცადინოთ დღეში არანაკლებ 2 საათი, შემდეგ, როცა თითები "გაგიუხეშდებათ", გაკვეთილების დრო შეგიძლიათ გაზარდოთ დღეში 4 საათამდე. რაც უფრო ხშირად და დიდი ხნით დაკავდებით გიტარაზე მეცადინეობით, მით უფრო სწრაფად მოახერხებთ მასზე დაკვრის სწავლას.