როგორ მოვამზადოთ ბურიტო
თუ თქვენ არ შეგიძლიათ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა, მაგრამ ძალიან გიყვართ განსხვავებული სამზარეულოები და განსაკუთრებით ცხარე კერძები, ყურადღება მიაქციეთ ბურიტოს მომზადების მეთოდს (იგი ცოტათი მოგაგონებთ თურქულ შაურმას). როგორ მოვამზადოთ ბურიტო? პირველ რიგში, უნდა გააკეთოთ შიგთავსი - კერძის მთავარი ნაწილი. სწორედ მასზეა დამოკიდებული, რამდენად ცხარე და გემრიელი იქნება მომზადებული კერძი. ბურიტოს შიგთავსის მომზადებისას შეგიძლიათ ცოტა წაუექსპერიმენტოთ და ყოველ ჯერზე მიიღებთ ცოტათი განსხვავებულ გემოს. მთავარია - არ დაინანოთ სუნელები, ცხარე დანამატები.
რა თქმა უნდა, ფარშზეა დამოკიდებული მექსიკური კერძის გემო. ამიტომაც არ ღირს სიზარმაცის გამო გამზადებული ფარშის მაღაზიაში შეძენა. აიღეთ ახალი ნაჭერი (საქონლის, შეიძლება ქათმისაც, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე), გაატარეთ იგი ხორცის საკეპ მანქანაში და უხვად დაუმატეთ მწვანე ხახვი. მოაყარეთ ფარშს მარილი, დაუმატეთ შავი და წითელი დაფქვილი წიწაკა. შემდეგ ფარში გაყავით პატარა პორციებად (კვერებად). წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე დაასხით მცენარეული ან ზეითუნის ზეთი (გემოვნებით) და შებრაწეთ ფარშის გუნდები.