როგორ დავიკლოთ წონაში მწვანე ყავის საშუალებით - rogor.ge

როგორ დავიკლოთ წონაში მწვანე ყავის საშუალებით

იმისათვის, რომ დაიკლოთ მწვანე ყავის საშუალებით, ყოველდღიურად სასურველია მიიღოთ არაუმეტეს 5 ჭიქა, თანაც ყველაზე სასარგებლოდ ითვლება პირველი 5–10 ყლუპი თითოეული პორციიდან. ამიტომაც არ არის საჭირო დიდი რაოდენობით ყავის მოდუღება და მისი ხშირად დალევა. ამან შეიძლება ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს თქვენს ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე. მწვანე ყავაში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ ორგანიზმში არსებული ცხიმების დაშლასა და ხელს უშლიან მათ შეწოვას. თუმცა, საუკეთესო შედეგს ის მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის თანხლებით იძლევა, ამიტომაც სასმელის მიღების შემდეგ საჭიროა ვარჯიში.

ასევე რეკომენდირებულია მწვანე ყავის დალევა საკვების მიღებამდე 10–15 წუთით ადრე. ჭამის შემდეგ მისი დალევა არ ღირს, შედეგი ნულოვანი იქნება. ასევე არ ღირს მწვანე ყავაში შაქრისა და ნაღების დამატება. თუ თქვენ არ გყოფნით არომატი, მაშინ შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინის ან მიხაკის ფხვნილი.

სამწუხაროდ, მწვანე ყავას აქვს უკუჩვენებებიც. მისი მიღება არასასურველია ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს. ასევე არ ღირს ყავის დალევა ამაღლებული აღგზნებადობის, ნერვული დაავადებების, მაღალი წნევის და გულსისხლძარღვთა სისტემების დაავადებების მქონეთათვის.

ცნობილია, რომ მყვანე ყავის თხელი ფაფის გამოყენება შეიძლება კოსმეტიკურ პროცედურებში. მისი წასმა მიზანშეწონილია კანის პრობლემურ ადგილებზე და საკვები პოლიეთილენის პარკის შემოხვევა. 20-30 წუთის შემდეგ მოიხსენით პარკი, ყავის ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ხოლო კანზე წაისვით ანტიცელულიტური კრემი.

main-qimg-1ada316b44a603f7a64f620e986bf99d-pjlq-1653463149.jpg

თუ თქვენ დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ გახდეთ მწვანე ყავასთან ერთად, პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მეთოდი არ გამოიღებს შედეგს დაბალკალორიული დიეტის დაცვის, მავნე ჩვევებზე უარის თქმის გარეშე. ცხიმის დაწვის პროცესი მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. არ არსებობს რაღაც "ჯადოსნური" საშუალებები, რომლებიც გაგათავისუფლებენ ზედმეტი წონისგან დამატებითი ძალისხმევის გარეშე.