როგორ შევინახოთ ქართული ტექსტი Note Pad-ში - rogor.ge
როგორ შევინახოთ ქართული ტექსტი Note Pad-ში
შექმენით ახალი ტექსტური ფაილი, ან გახსენით უკვე შექმნილი.
ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი ტექსტი ქართულ ენაზე.
მას შემდეგ, რაც დაასრულებთ ტექსტის წერას, დააჭირეთ Note Pad-ის უჯრაში მარცხნივ ზემოთ File > Save as, დაარქვით ფაილს სასურველი სახელი და Encoding-ში აუცილებლად აირჩიეთ UTF-8. დააკლიკეთ Save და მზადაა, გახსენით ფაილი და ნახავთ, რომ კითხვის ნიშნებისა და სიმბოლოების ნაცვლად ტექსტი იქნება ქართულად.