როგორ გავუმკლავდეთ თავის ტკივილს
ერთი ჭიქა წყლის დალევა ყველაზე მარტივი და ამავდროულად მოქმედი საშუალებაა თავის ტკივილის მოსახსნელად. დაისხით ერთი ჭიქა უბრალო წყალი და დალიეთ აუჩქარებლად, დაახლოებით 15-20 ყლუპით. ამის შემდეგ შეეცადეთ რამდენიმე წუთი მოდუნდეთ და ტკივილიც გაგივლით.
წერტილოვანი მასაჟი თავის ტკივილის დროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომელსაც ჯერ კიდევ ძველ დროში მცხოვრები ჩინელები მიმართავდნენ. თკივილისგან გასათავისუფლებლად საჭიროა: - ხელით მოძებნეთ თავის ქალის დასაწყისში არსებული ჩაღრმავება, კისრის ორ ვერტიკალურ კუნთს შორის. დახუჭეთ თვალები, გადაწიეთ თავი უკან და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ ეს ადგილი ორივე ხელის ცერა თითებით. - ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითებით დააწექით საფეთქელს (თვალების გასწვრის არსებულ წერტილებს), შეასრულეთ რამდენიმე წუთი - მესამე წერტილი მდებარეობს მაჯაზე, დაახლოებით ორი სანტიმეტრით ხელის გულის ქვევით. დაიზილეთ ეს წერტილი საპირისპირო ხელით ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ შეცვალეთ ხელი.