როგორ დავაინსტალიროთ Wordpress - rogor.ge

როგორ დავაინსტალიროთ Wordpress

 

შედით ვებ გვერდზე http://wordpress.org/. გადოწერეთ სკრიპტი. ის იქნება დაარქივებული და აუცილებლად ამოაარქივეთ

 

შედით FTP-ზე, რომელიმე კლიენტის გამოყენებით და ატვირთეთ ამოაარქივებული ფაილები. ეს როგორც წესი რამდენიმე წუთს წაგართმევთ, თუმცა თუ დაბალი ხარისხის ინტერნეტი გაქვთ, მოგიწევთ მოცდა. ყურადღება მიაქციეთ, რომ სრულად იყოს ყველა ფაილი ატვირთული. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა არ იმუშავებს გამართულად.

 

შედით phpMyAdmin ში, შექმენით ბაზა და სურვილისამებრ დაარქვით სახელი. ინფორმაცია, User and password - უნდა მოგაწოდოთ ჰოსტინგმა, რომელიც გექნებთ შეძენილი.

 

ვიწყებთ სკრიპტის ინსტალაციას. აკრიფეთ მაგ: "თქვენისაიტი.ge", გამოჩნდება ისეთივე გვერდი როგორც სურათზეა ნაჩვენები. დააკლიკეთ [u]Create a Configuration File[/u] ხოლო შემდეგ გვერდზე [u]Let’s go![/u]

 

ინსტალაციის ამ ეტაპზე სისტემა მოგთხოვთ ბაზასთან დაკავშირებას. საჭიროა შეიყვანოთ მონაცემები, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. შეიყვანეთ ბაზის სახელი, რომელიც შექმენით მესამე საფეხურზე, ასევე ბაზის User and password. მათ გარეშე ვერ მოხერხდება სისტემასთან დაკავშრება. Table Prefix, უბრალოდ პრეფიქსია და შეძიალიათ უცვლელად დატოვოთ, რაც შეეხება Database Host, უმეტესს ჰოსტინგებზე გამოიყენება localhost, თუმცა თუ თქვენს ჰოსტინგის ოპერატოს შეცვლილი აქვს ეს, მოითხოვეთ ჰოსტის მისამართი და ის მიუთითეთ. ყველა ველის შევსების შემდეგ დააკლიკეთ [u]Submit [/u] და[u] Run the install[/u]

 

ამ ეტაპზე სისტემა მოგთხოვთ საიტის მონაცემების შეყვანას, დააკვირდით სურათს და შეავსეთ მიყოლებით, საიტის სახელი, ადმინის სახელი, პაროლი, პაროლის გამეორება,ელ-ფოსტა. შემდეგ დააკლიკეთ [u]Install Wordpress[/u]

 

იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი სწორად შეასრულეთ, გამოჩნდება ზუსტად ამდაგვარი ფანჯარა თქვენს ბრაუზერში, როგორიც სურათზეა ნაჩვენები. თუ რამე შეცდომა დაფიქსირდა, ხელახლა გაიმეორეთ ინსტალაცია.

 

სისტემის წარმატებით დაყენების შემთხვევაში, შედით საიტის სამართავ პანელში, იგივე Dashboard-ში და გაეცანით სისტემას. ამ ეტაპზე საიტის დასაყენებლად ეს იყო საჭირო, მის შემდეგ გაწყობასა და მართვის შესახებ ინსტრუქციებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.