როგორ შევარჩიოთ მყარი დისკი (ვინჩესტერი)
მყარი დისკი კომპიუტერის შემადგენელი ნაწილია, რომელშიც მუდმივად ინახება ინფორმაცია. არსებობს რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც დაგვეხმარებიან მყარი დისკების შედარებაში და მათი უპირატესობების წარმოჩენაში. პირველი რასაც უნდა მივაქციოთ მყარი დისკის არჩევისას ეს – ინტერფეისი- მოწყობილობაა, რომელიც ახდენს სიგნალი გარდაქმნის და მიწოდებას HDD და კომპიუტერს შორის . ყველაზე გავრცელებული ინტერფეისები ეხლა არის : SCSI, SAS, ATA (IDE, PATA), Serial ATA(SATA), SATA და USB. ინტერფეისი SCSI გააჩნია სიჩქარე 640 მბ/წ, გამოიყენება, ძირითადად სერვერებზე; SAS – მისი უფრო მაღალსიჩქარიანი ანალოგია (12 გბ/წ), უკუშეთავსებადია ინტერფეის SATA-სთან. ATA (IDE, PATA) –წინამორბედი SATA-სი, მყარი დისკი IDE (ATA) ან S-ATA. IDE სტანდარტი უკვე მოძველებულია. მისი გამტარობა მაქსიმუმ 150 მბ/წმ - ია, როცა S-ATA - ს მონაცემთა გადაცემა წამში 150 მეგაბიტიდან იწყება. თუმცა გამოსულია უკვე S-ATA II (300Mb/s) და SATA III (600 Mb/s) ინტერფეისის მყარი დისკები, რომლებშიც, რა თქმა უნდა, ფასთა სხვაობა შესაბამისია. Serial ATA (SATA) -მყარი დისკების ყველაზე გავრცელებული ინტერფეისია. მასზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ვინჩესტერის არჩევისას. ამ დროისათვის არსებობოს SATA-ს რამდენიმე ვარიაცია . ფიზიკურად ისინი არ განსხვავდებიან, განსხვავება მხოლოდ სიჩქარეშია : (SATA-I - 150 მბ/წ, SATA-II- 300მბ/წ, SATA-III - 600 მბ/წ.)
ბუფერი ზომა (კეში). ბუფერი(კეში) -მყარ დისკში ჩამონტაჟებული ენერგოდამოკიდებული მეხსიერებაა (ოპერატიული მეხსიერების მსგავსი), განკუთვნილია წაკითხვის სიჩქარის სხვაობის შესამცირებლად. რაც უფრო დიდი ზომისაა კეში მით უფრო კარგია. მაჩვენებელი ვარირებს 8 დან 64 მბ-მდე. ოპტიმელურ ვარიანტად ითვლება 32 მბ.