როგორ მოვუაროთ ღორებს
ღორის პროტეინოვანი საზრდოობის ნორმირებას ახდენენ ულუფაში ნედლი და მონელებული პროტეინის, აგრეთვე ყველაზე უფრო დეფიციტური ამინომჟავების (ლიზინი, მეთიონინი, ცისტინი) მიხედვით. საკვები ბაზის თავისებურებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ბუნებრივ ზონებში არჩევენ ღორის კვების სამ ძირითად ტიპს: კონცენტრატული, კონცენტრატულ კარტოფილის და კონცენტრატულ ძირხვენეულისა.

კონცენტრატულ კვების ტიპს იყენებენ, სადაც ნათესი ფართობების სტრუქტურაში მარცვალს დიდი ნაწილი უკავია. მეღორეობაში კომბინირებული საკვების გასამდიდრებლად იყენებენ სინთეზურ ვიტამინოვან პრეპარატებს და მიკროელემენტების მარილებს.