იმისათვის, რომ კოდეკების მოქმედება გავრცელდეს კომპიუტერში არსებულ ყველა ცნობილ ფორმატზე დააჭირეთ select all video და select all audio ღილაკებს.
შემდეგ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი აუდიო-სისტემის თავისებურებები. ამ საკითხის არასათანადოდ ცოდნისას უარი თქვით ცვლილებების შეტანაზე და უბრალოდ გადადით შემდეგ ეტაპზე.
ბოლო ეტაპი. ინსტალაციის დასასრულებლად საჭიროა უბრალოდ დააჭიროთ ღილაკს Install და რამდენიმე წამის შემდეგ შეუდგეთ სასურველი ვიდეო და აუდიო ფორმატის ფაილებთან თავისუფლად მუშაობას.