როგორ გადმოვწეროთ აუდიო ფაილი Youtube-დან
აუდიო ფაილის გადმოსაწერად საუკეთესო საიტია youtube-mp3.org. ამ საიტზე შესვლისთანავე თქვენ დაინახავთ ცარიელ გრაფას და ქვევით ღილაკს "Convert Video". გრაფაში უნდა ჩაწეროთ YouTube-ის სასურველი ვიდეოს ლინკი და შემდეგ დააჭიროთ "Convert Video"-ს
ძალიან სწრაფად, გამონაკლის შემთხვევაში კი - რამოდენიმე წამის შემდეგ მწვანე კვადრატში თქვენ დაინახავთ ვიდეოს სურათს (Thumbnail-ს), ამ ვიდეოს დასახელებას და ხანგრძლივობას. მის ქვევით კი ორ ლინკს - Download და Link this mp3. გადმოსაწერად უნდა დააჭიროთ Download-ს