როგორ გავაკეთოთ სამაჯური ტყავის შნურისგან - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ სამაჯური ტყავის შნურისგან

 

დაიწყეთ იმით, რომ გაყავით თქვენი ტყავის შნური შუაზე. ზუსტად ისე, როგორც ნაჩვენები ფოტოზე. კვანძის ზომა უნდა იყოს მიახლოებით ისეთი, რომ გაეტიოს ხრახნში. ხრახნის საშუალებით საბოლოოდ დაფიქსირდება ტყავის სამაჯური. როგორც კი ამას მორჩებით დაიწყეთ ტყავის შნურზე მულინის ძაფის დახვევა. ეს აუცილებელია 6-7 ჯერ.

 

ახლა მძივის დამატბეის დროა. ვათავსეთ მას შნურის გასწვრივ, დააკვირდით ფოტოს და გაიმეორეთ მის მიხედვით. გააგრძელეთ მანამ სანამ თქვენი მაჯის ზომის სიგრძემდე არ მიხვალთ. რომ არ დახარჯით ზედმეტი მასალა, აკონტროლეთ სამაჯურის სიგრძე.

 

მას შემდეგ, რაც თქვენ მიიყვანთ ბრასლეტს საჭირო სიგრძემდე, საჭიროა ისეთივე ფორმა გააკეთოთ ბოლოში, როგორც დასაწყისში. ასეთი საჭიროა 5-6. ამის შემდეგ კი გააკეთეთ კვანძი, ისე რომ დააფიქსიროს ყველაფერი, ტყავიც და მძივიც.

 

აიღეთ ხრახნი და გაატარეთ მასში ტყავის შნური, შემდეგ კი გააკეთეთ გადაბმა, რათა დაფიქსირდეს სამაჯური. როგორც კი ამას დაასრულებთ, მოჭერით ზედმეტი ძაფები, ისინი ჩვენ აღარ დაგვჭირდება. თუ ყველაფერი ისე შეასრულეთ როგორც ინსტრუქციაში იყო ახსნილი, მაშინ თქვენი სამაჯურიუნდა იყოს მზად. მგონი არც თუ ისე დიდი დრო მიაქვს და ჯამში ლამაზ ბრასლეტს მიიღებთ.