როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე
კვლევების თანახმად ტრადიციულად გასაუბრებაზე არჩევანი ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს: 60% - იმიჯი (როგორ გამოიყურება ინტერვიუზე კანდიდატი); 30% - რამდენად მსგავსია კანდიდატისა და ინტერვიუერის ხედვები; 10% - კანდიდატის სამუშაოს შესრულების უნარი. გასაუბრება ძირითადად გრძელდება 15 წუთს. განსაკუთრებით დიდია გასაუბრების პირველი ორი წუთის მნიშვნელობა, რადგან ინტერვიუ არც ისე ხანგრძლივია, რომ მოასწროთ პირველი შთაბეჭდილების გამოსწორება.
გასაუბრების პროცესში ინტერვიუერი უსვამს კანდიდატს კითხვებს მის ისტორიაზე, პირად თვისებებზე, მუშაობის სტილზე და სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა ფაქტორებზე. კანდიდატს გასაუბრების ბოლოს მიეცემა შანსი, რომ თავადაც დასვას კითხვები. მიაწოდეთ დეტალური ინფორმაცია თქვენს სამსახურეობრივ მოვალეობებზე, იამაყეთ შესრულებული სამუშაოთი. შეკითხვებს ყოველთვის უპასუხეთ სრული წინადადებებით, არანაირი ერთსიტყვიანი პასუხები!