როგორია დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანების 5 თვისება - rogor.ge

როგორია დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანების 5 თვისება

ღრმა, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების უუნარობა

ეს ადამიანები ძირითადად მარტოხელები არიან, რადგან უჭირთ სხვებთან დაახლოება, იქნება ეს მეგობარი თუ პოტენციური პარტნიორი. მათთვის ძნელია ადეკვატურად უპასუხონ თანამოსაუბრის სიტყვებს, ემოციებსა და ქცევას და, შედეგად, ხელიდან უშვებენ ვინმესთან დაახლოების შესაძლებლობას, წირავს საკუთარ თავს იზოლაციამდე. თუ შეამჩნიეთ, რომ ეს თქვენთვის დამახასიათებელია, შეეცადეთ უკეთ გაიცნოთ გარშემომყოფები მათზე აქტიური მოსმენით და არა საკუთარ თავზე საუბრით.

ცუდი თვითგაგება

საკუთარი გრძნობები, ემოციები, მოტივები, საკუთარი სული მათთვის სიბნელეა. მათ არ ესმით, რატომ იქცევიან ასე თუ ისე, რა დგას ამის უკან. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები კონტაქტში არიან გრძნობებთან, მაგრამ არ აძლევენ უფლებას აკონტროლონ თავიანთი ცხოვრება, ისინი აცნობიერებენ რა ხდება და ცდილობენ ადეკვატურად უპასუხონ მას. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, არ შეიძლება ითქვას დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებზე. ამის გამოსასწორებლად მათ უნდა დაიწყონ საკუთარი თავის, შინაგანი სამყაროს შეცნობა.

რა არის მწუხარების მახე და როგორ გვიშლის ხელს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის

ფოკუსირება საკუთარ თავზე

ამაში გასაკვირი არაფერია: დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს უჭირთ სხვისი გრძნობების გაგება და ამიტომ ნებისმიერი საუბრისას აქცენტს საკუთარ თავზე აკეთებენ. კითხვის დასმისას, ასეთი ადამიანები არ ცდილობენ მოისმინონ თანამოსაუბრის პასუხი და საერთოდ არ აძლევენ მათ საუბრის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ასეთი ადამიანები ხშირად ცდილობენ სხვების მანიპულირებას და კონტროლს.

თავის მართლება

ალბათ გყავთ მეგობარი, რომელსაც ნებისმიერ თემაზე კატეგორიული აზრი აქვს. ასეთი ადამიანი ყველაფერს ყოფს „შავად“ და „თეთრად“ , თვლის, რომ მისი თვალსაზრისი უაღრესად მნიშვნელოვანია და ცდილობს სხვების დარწმუნებას. სავარაუდოდ, მას აქვს დაბალი ემოციური ინტელექტი. ასეთ ადამიანებთან კომუნიკაცია, როგორც წესი, დამღლელია, რადგან ისინი გისმენენ არა იმისთვის, რომ გაიგონ, არამედ სწრაფად უპასუხონ. მათთვის ნამდვილად რთულია სიტუაციას სხვისი თვალით შეხედონ, ამოიცნონ მისი ემოციები და ადეკვატურად უპასუხონ მათ. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ამის სწავლა შესაძლებელია.

ბრალის გადატანა

გამოცდაზე დაბალი ქულა მასწავლებლის ბრალია, დროულად არ წარდგენილი ანგარიში არის ქსელის პრობლემების შედეგი, სამსახურიდან გათავისუფლება იმის გამო, რომ კოლეგა ნერვებს გვიშლის, ან უფროსი არ აფასებს ძალისხმევას - ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს და ეს ნორმალურია. ისინი, ვინც არ აღიარებენ შეცდომებს, არ სწავლობენ მათგან და უფრო ხშირად იმეორებენ მათ.

როგორ გავაუმჯობესოთ ემოციური ინტელექტი - 8 ყოველდღიური ჩვევა