თვალები - rogor.ge

როგორ მოიხატოთ თვალები, რომ უფრო დიდი გამოჩნდეს

იდეალური, ლამაზი თვალები ნებისმიერი ქალის ოცნებაა. ცხოვრებაში ხშირად გვაკომპლექსებს ჩვენი გარეგნობა, მუდმივად ვხედავთ ნაკლოვანებებს. სწორი მაკიაჟის საშუალებით შეუძლებელია თვალების ფორმის რადიკალურად შეცვლა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მათი ვიზუალურად გადიდება.

როგორ დავიცვათ თვალები კომპიუტერის გამოსხივებისგან

ოდესმე გიფიქრიათ თვალების დაცვაზე კომპიუტერის გამოყენებისას? ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს კომპიუტერის ეკრანის წინ მუშაობა. ნახეთ ჩვენი სასარგებლო რჩევები.

როგორ მოვიშოროთ "ტომრები" თვალების ქვეშ: 3 მარტივი ნაბიჯი

თვალების ქვეშ "ტომრები" ჩვეულებრივი მოვლენაა შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის, რადგან წელიწადის ამ დროს ცოტას შეუძლია დაიკვეხნოს, რომ საკმარისად სძინავს და არ ჭამს ცხიმიან, სახამებლიან საკვებს და ტკბილეულს. განსაკუთრებით საღამოს. თვალების ქვეშ "ტომრების" მოსაშორებლად, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ კორექტორი, მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემას შენიღბავს და არა მის გადაწყვეტას. იმისათვის, რომ თვალების ქვეშ შეშუპება ნაკლებად შესამჩნევი იყოს, გამოიყენეთ ეს მარტივი რჩევები:

როგორ მოვირჩინოთ კონიუქტივიტი

კონიუქტივიტი ძალიან არასასიამოვნო დაავადებაა. ეს არის თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, რომლის შედეგადაც ადამიანს ეწყება თვალის ქავილი და უსიამოვნო შეგრძნებები, მცირე გამონადენთან ერთად დილაობით. ასევე მისთვის დამახასიათებელია თვალის შეშუპება და გამოშრობა. ნამდვილად ძალიან არასასიამოვნოა როცა თვალიდან იწყებს დენას თეთრი, ყვილეთლი ან მომწვანო ფერის გამონადენი. კონიუქტივიტი ჩნდება სხვადასხვა მიზეზების შედეგად, ასე რომ ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. ხოლო თუ გაკრვეული სიტუაციიდან გამომდინარე არ შეგიძლიათ ესტუმროთ ექიმს, საკუთარი ძალებით დაიწყეთ მკურნალობა აუცილებლად. თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს, შეგიძლიათ იხილოთ სრულად ინსტრუციაში.

როგორ ჩავიტაროთ თვალების დაღლის პროფილაქტიკა

თუ თქვენ დაძაბული სამუშაო განრიგის, ან ბევრი კითხვის გამო გაწუხებთ თვალის ხშირი გადაღლილობა გირჩევთ არ დატოვოთ ეს პრობლემა უყურადღებოდ, რადგან შედეგი შესაძლოა გაუარესდეს. გირჩევთ მარტივი თვალის ვარჯიშების გამოყენებით მოახდინოთ თვალების დაღლის პროფილაქტიკა.

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა სათვალის გარეშე

სათვალის გარეშე მხედველობის გაუმჯობესების სხვადასასხვა მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი 20-ე საკუნის ცნობილი ექიმის [u]უილიამ ბეითსის[/u] მიერ არის შემუშავებული. ბეითსის მიხედვით, ცუდი მხედველობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ფსიქიური დაძაბულობა, რომელიც დაკავშრებულია მხედველობაზე ძალდატანებასთან. ამით ბეითსი ხსნის იმ მიზეზებს, თუ რატომ უარესდება მხედველობა ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად. ცივილიზებული ცხოვრების პირობებში ადამიანის ფსიქიკა მუდმივად დაძაბულია. თანამედროვე ადამიანი ბევრს ნერვიულობს და განიცდის, რაც რათქმაუნდა პირდაპირპროპორცოიულად მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

როგორ დავხატოთ თვალები

თვალები მნიშვნელოვანი და რთული დეტალია სახის ნაკვეთურებიდან, რომელიც პირდაპირ იმოქმედებს პორტრეტის საერთო შთაბეჭდილებაზე. იმისათვის, რომ ნახატში თვალები გამოვიდეს რეალისტური უნდა დავხვეწოთ ხატვის ტექნიკა.