როგორ მოვამზადოთ შემწვარი გოჭი
გოჭი კარგად გავასუფთაოდ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი მუცლის ღრუში და გარედან. ძალიან წმინდად დავნაყოთ წინასწარ ცხელ წყალში დამბალი წიწაკა, ნიორი, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი.
ეს ყველაფერი გავხსნათ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთში და გოჭს წავუსვათ როგორც შიგნით, ასევე გარეთაც. ამ ნაერთის მაგიერ, შეწვის დროს შეიძლება ხანგამოშვებით წავუსვათ ერბო ან წყალი.