როგორ მოვამზადოთ შემწვარი ბოსტნეულის სალათა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ შემწვარი ბოსტნეულის სალათა

 

ბოსტნეული გავრეცხოთ და გავაშროთ. ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ თხელ და განიერ ნაჭრებად და ყაბაყი თხელ რგოლებად, პრასის თავები სიგრძეზე - ოთხად. სალათის ფოთლები და მწვანილი განვაცალკეოთ, მაგრამ არ დავჭრათ.

 

განიერი ტაფა კარგად გავაცხელოთ და დავასხათ ზეითუნის ზეთი ისე, რომ ტაფის ზედაპირი თხლად დაიფაროს.

 

ცხელ ტაფაზე დავყაროთ ბოსტნეული, სალათის ფოთლები და მწვანილი და შევწვათ 2 წუთის განმავლობაში.

 

შემწვარი ბოსტნეული გადმოვიღოთ ღრმა თეფშში, მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი და ფრთხილად გადავურიოთ.