სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით: ნაწილი პირველი
აბაზანა (სუფთა წყალში ბანაობა) საქმეში წარმატება, აბაზანა (ცარიელი) წარუმატებლობა და დანაკარგი.
აბანოდან გამოხვიდე სიზმარში ნიშნავს საშიშ საქმეს ჩამოშორდები. აბანოს ნახვა და ბანაობა კარგია.
აბაჟური სიმშვიდე და სიხარული.
აბდაუბდა სიზმარი ჩვეულებრივ არის გარემოების ცვლილებით გამოწვეული ნერვიულობისა და მღელვარების უკიდურესი ხარისხი.
აბები ნახო და გადაყლაპო ფაღარათს ნიშნავს.
აბრა ცრუ დაპირებანია.
აბრეშუმი ნახო ან იყდო ნიშნავს სურვილის ასრულებას.
აბრეშუმის ჭია ცუდია, ნიშნავს უეცარ ფათერაკში გაბმას.
აგარაკი მტერთან დაუყოვნებელი ახსნაა.
აგური უძრავი ქონებაა. აგურის ქარხანა ნახო უძრავი ქონება შეიძინო.
ადამიანის ან ცხოველის ცემა დანაკარგი, ავადმყოფობა, და მწუხარებაა.
ადიალა (პლედი) ავადმყოფობა.
ადვოკატი ჭორები, სიცრუე და ცუდი ამბავია.
ადუღებდე (ჩაის) სიღარიბე.
ავადმყოფი ჯანმრთელობაა,( მისი მონახულება) მოულოდნელი სიხარული. ავადმყოფი თუ ნათესავი ნახო ცუდია, ავადმყოფი თუ შენი თავი ნახო კარგია . ავადმყოფობის ნახვა სიზმარში სიხარულია.
ავაზაკებთან ყოფნა უსიამოვნებაა. ავაზაკები ნახო ჩხუბი და აყალმაყალია.
ავდარი ცოდვილობაა
ავეჯი (ახალი) წარმატება და მშვიდი ცხოვრებაა. ავეჯი (ძველი) ავადმყოფობა, დარდი და ნაღველია.
ავი ანგელოზის ნახვა მეტად ცუდია და რაიმე განსაცდელში ჩავარდე.
აზღუდი (ლიფი) მოიზომო ქორწილია.
აივანი სტუმრებია.
აისი ყოველგვარ საქმეში ხელი მოგემართოს.
აკადემია სიახლე.
აკვანი კარგია და უმანკოების ნიშანია.
აკიდება საპალნის კეთილი და მოგების ნიშანია.
აკრობატი თანამდებობის დაკარგვა.
ალამი საგმირო საქმეები, პატივი და დიდება.
ალბომი მხიარულობას ნიშნავს.
ალერსი კარგია და გულის წადილი აგისრულდება.
ალიონი ბედნიერი და ხალისიანი ცხოვრება.
ალმასი ქორწინება და ბედნიერი ცხოვრება.
ალუბალი მალული სიყვარული და მრუშობაა.
არფა ( მუსიკალური საკრავი) ჭორი და სიცრუეა.
ამაღლება ან ფრენა ძალიან კარგია,სიწმინდე და სიწრფელის ნიშანია. ამაღლებულ ადგილებში დადიოდე ამხანაგებში ამაღლდე.
ამბარი ნახო ცუდია,პურით სავსე დიდი მოგება ნახო და საწადელი აგისრულდეს .
ამინდი ცუდი რომ ნახო სიზმარში ნიშანია რომ აგისრულდება გულის წადილი.
ამოთხრა მიიღო სასურველი მესიჯი (წერილი), საყვარელი ადამიანის ფლობა.
ამოიოხრო თავად განსაცდელში ჩავარდები, თუ სხვისა ნახო სასარგებლოა.
ამოკემსვა (ნახო) ჭორებია.
ამოქარგვა მოტყუება,შურისძიება და იმედგაცრუებაა.
ამხანაგის ნახვა ახალი საქმის და ახალი ამბის ნიშანია.
ანანასი ყოველ საქმეში იღბლისა და წარმატების საწინდარია.
ანბანი მეცნიერებაში წარმატება მოიპოვო.
ანგელოზი ბედნიერების,სიხარულისა და სულიერი სიმშვიდის ნიშანია.
ანთება სანთლის ბედნიერებისა და ფართო ცხოვრების ნიშანია.
ანძა საჩუქარი და სამსახურში დაწინაურება.
არაბი სიხარულია არაყი ( დალიო) გაპარტახდე, სიღარიბე და შეურაცხყოფა გდევდეს. არაყი ( ნახო) თავის ტკივილი. არყის სმა სირცხვილისა და სიმწარის ნიშანია.
არწივი ნახო უცხო ამბავს ნიშნავს,ბოლო საკეთილოა. არწივი ნახო სიზმარში და აჭამო მას ნიშნავს კარგ ამბავს გაიგებ. იმისი ხმა გაიგო, ნიშნავს ვინმესგან დახმარებას მიიღებ .
არხი ძვირფასეულობის და განძის პოვნა.
ასანთი შეჭირვების, ცოდვილობის და ჩხუბის ნისანია.
ასკილი საშიშროებაა. ასოები ( სწავლა) კეთილდღეობა.
ასოები ( წერო) უბედურებაა: ასოები (ნახო) ახალი ამბავი;
ატამი ნახო მომგებიანი საქმეა.
აუზი დამშრალი ნახო უნაყოფო წელიწადი იქნება. აუზის ნახვა წყლით პატიოსნების და ბედნიერების ნიშანია. აუზში ბანაობა ცუდია,მაგრამ ბოლო კეთილია.
აუქციონი დანაკარგს ნიშნავს.
აფეთქება ნახო (ხმა გესმოდეს) ავადმყოფობაა.
აფთიაქი ან აფთიაქარი ნახო ავადმყოფობა და შეჭირვება, თუ ჯანმრთელი ხარ ავად გახდე.
აფიშა ცრუ ამბავი.
აქლემები ჭიდაობდნენ დიდკაცების ჩხუბია. აქლემზე თუ იჯექი საზიანო ფათერაკი გადაგხდება. აქლემი შორეული ბედნიერი მოგზაურობაა, აგრეთვე ნიშნავს გმირობას,სიმამაცეს,დიდებას აქლემზე თუ იჯექი უეცარი ფათერაკი გადაგხდება.
აღლუმი კარგი ამბავი გაიგო.
აღმართზე ახვიდე წინააღმდეგობა დაძლიო და ყველაზე ამაღლდე.
აცოცება (ზემოთ) წარმატებაა, ჩაცოცება (ქვემოთ) წარუმატებლობა.
ახალ წელს შეხვდე ახალი სარფიანი საქმე წამოიწყო და ხელი მოგემართოს.
ახალგაზრდა იყო ჯანმრთელობა.
ახალი ავეჯი სიხარულია. ახალი რაიმეს შეძენა.
ახალი რაიმე ნახო უცხოეთში წასვლა და უცხოელების ნახვაა.
ახალი რამე ჩაიცვა სიხარულისა და ბედნიერების ნიშანია.
ბავშვები მრავალი ლამაზი ბავშვი სიზმარში მაუწყებელია ბედნიერების და კეთილდღეობისა. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი ცოტათი ავადმყოფობს, ასეთი სიზმარი ცხადში ჰპირდება მას ჯანმრთელობას, თუმცა, შესაძლოა, სხვა სახის მცირე უსიამოვნებამაც შეაწუხოს ის. მძიმედ ავადმყოფი ან მკვდარი ბავშვი გაფრთხილებაა–თქვენ გაქვთ საფუძველი ინერვიულოთ მასზე, რადგანაც მის კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.
მკვდარი ბავშვი შეიძლება ნიშნავდეს იმედგაცრუებას, რომელიც სულ მალე გეწვევათ. გაბრაზებული ბავშვები ნიშანია მომავალი უსიამოვნებებისა და მტრების გამო შიშისა.
სიზმარში ბავშვებთან ერთად თამაში, ანცობა და ამით დიდი კმაყოფილების მიღება ნიშანია სამსახურებრივსა და პირად ცხოვრებაში თქვენი წარმატებისა. მომუშავე ან მეცადინე ბავშვები მშვიდი ცხოვრება და გალაღებაა.
მტირალა ბავშვი ჯანმრთელობის გაუარესებაა. მხიარული ჯანმრთელი ბავშვი–მყარი სიყვარულისა და მეგობრების ნიშანია. თუ ბავშვი მარტო სეირნობს–ეს გარშემომყოფთაგან თქვენი დამოკიდებულების მაუწყებელია. თუ ქალი სიზმარში ბავშვს უვლის, ცხადში ის ადამიანი მოატყუებს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. თუ დაგესიზმრათ, რომ ხელში აიყვანეთ თქვენი ავადმყოფი ბავშვი და მას სიცხე აქვს, დიდი სევდა და ნერვიულობა გელით.
ბაზრობა - ხალხმრავალი, ხმაურიანი ბაზრობა მომგებიან სქმიანობასა და კარგ მეგობრებს მოასწავებს
ბალახი ეს ჭეშმარიტად კარგი სიზმარია, რომელიც გპირდებათ ბედნიერ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას; თუ თქვენ ხართ ხელოვანი ადამიანი, მაშინ თქვენთან მოვა სახელი, თუ შეყვარებული–გელით ბედნიერი ცურვა სიყვარულის ზღვაში. სიზმარი, რომელშიც დადიხართ მწვანე მდელოზე, ნიშნავს ფართო გზას ბედნიერებისაკენ, მაგრამ თუ გზაში შეგხვდათ ნაკვეთები გამხმარი ბალახით, ეს გიქადით ავადმყოფობას და საქმეში გართულებებს
ბალიში დასვენებაზე და სიამოვნებაზე მიგანიშნებთ. თუ გოგონა ბალიშს კერავს, ცხოვრებაში მას ბედნიერი ქორწინება ელის. აბრეშუმის ბალიში ნიშნავს, რომ თქვენი კეთილდღეობისათვის ფულის გადახდა სხვა ადამიანებს მოუწევთ.
ლამაზი, მოქარგული ბალიში წარმატების ნიშანია. პატარა ბალიში თქვენი კარიერისა და წარმატების შეფერხებას მოასწავებს. ქალისთვის ეს სიზმარი ნიშნავს სულიერი ცხოვრებისა და დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებას.
ბანანების დასიზმრება მოასწავებს უსიამოვნო ადამიანთან გარდაუვალ შეხვედრას. თუ სიზმარში ჭამთ ბანანს–ცხადში რისკავთ ახალი საქმის დაწყებას და იღებთ ახალ ვალდებულებებს. დამპალი ბანანი მოასწავებს სახლაფორთო საქმეს. თუ ჰყიდით ბანანებს, მაშინ თქვენ დაკავდებით ტყუილ–უბრალო საქმით, რომელიც ბევრ ძვირფას დროს დაგაკარგვინებთ.
ბანაობა, ცურვა - თუ წყნარ წყალში ბანაობთ–ბედნიერი იქნებით. თუ ცურავთ ცუდი გემით, თქვენი გეგმები თქვენს შესაძლებლობებს არ შეესაბამებიან. ზღვაზე მოგზაურობა მემკვიდრეობის მიღებას ნიშნავს. უბედური შემთხვევა ზღვაზე–უსინდისო ადამიანთან შეხვედრას მოასწავებს, რომელიც შეეცდება თავისი მიზნებისათვის თქვენს გამოყენებას.
თუ ცურვა სიამოვნებას განიჭებთ–სიხარული გელით; თუ მოულოდნელად იძირებით–დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგეუფლებათ; თუ გოგონას დაესიზმრა, რომ თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ცურავს, იგი ვიღაცას შეუყვარდება. წყალქვეშ ცურვა–უსიამოვნებებია.
ბანკეტის დასიზმრება კარგია. მეგობრები შეეცდებიან გასიამოვნონ. მხიარულ, კარგად ჩაცმულ სტუმრებთან ყოფნა, რომლებიც ჭამენ ძვირფასი ჭურჭლიდან და სვამენ ძვირფას ღვინოს, მაუწყებელია დიდი წარმატებისა ნებისმიერ წამოწყებაში და მეგობართა წრეში ბედნიერებისა; მაგრამ არამეგობრული სტუმრების ნახვა ცარიელ მაგიდის ირგვლივ ნიშანია დიდი გაუგებრობისა, გაყრისა და იმედგაცრუებისა.
ბანკი - თუ სიზმარში იმყოფებით ბანკის ფოიეში და უყურებთ უსაქმურად, მოწყენით მსხდომ ბანკის თანამშრომლებს–წაგების მომასწავებელია. თუ ოქროს აბარებთ ბანკში–მოულოდნელად გამოიჩენთ გაუფრთხილებლობას და დაუფიქრებლობას; მაგრამ თუ იღებთ ოქროს ბანკიდან, ეს ნიშნავს დიდ წარმატებასა და სიხარულს. ბანკში დაყრილი ვერცხლი და ბანკნოტები გპირდებათ სხვათა პატივისცემასა და საქმეში წარმატებას.
ბატი სიზმარში ბატების სისინის მოსმენა მოასწავებს ახლობელი ადამიანის სიკვდილს. თუ ხედავთ მოცურავე ბატებს–წარმატება თანდათანობით დაგიბრუნდებათ, კარგია ბალახზე ბატების ნახვა.მკვდარი ბატი–ახლობლის დაკარგვა და დაკმაყოფილებაა.
თუ ბატებს ნახულობს შეყვარებული ადამიანი, სიზმარი ეუბნება, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა. ბატების დაძახება და მათი გამოკვება–ქონების შეძენაა. ხორცის ჭამა სიზმარში–თქვენი შენაძენი დაგაეჭვებთ.
ბაღი - აყვავებულ ბაღში საყვარელ ადამიანთან სეირნობა ისეთ ლაპარაკს მოასწავებს, რომელსაც თქვენ დიდი ხანია ელოდით და რომლისაც გეშინოდათ. ყველაფერი კარგად ჩაივლის. ხილის ბაღი, რომელიც მწიფე ხილითაა სავსე, შესრულებული სამუშაოსათვის ჯილდოს მოასწავებს და საქმეში თანასწორუფლებიანი პარტნიორობის საწინდარია. ქალისათვის ასეთი სიზმარი ოჯახური ბედნიერების ნიშანია; მას მოსიყვარულე მეუღლე და დამჯერი შვილები ეყოლება.
ბაყაყები - თუ სიზმარში დაიჭირეთ ბაყაყი–ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, თორემ გაანერვიულებთ ახლობლებს. ბაყაყი ბალახზე ნიშნავს კარგ და გაწონასწორებულ მეგობარს, საიდუმლოს შემნახველსა და კარგ მრჩეველს. დიდი ბაყაყი ქალს ჰპირდება მდიდარ ქვრივ მამაკაცზე დაქორწინებას, რომელსაც ეყოლება ბავშვები და მას მათზე ზრუნვა მოუწევს. თუ სიზმარში ჭამთ ბაყაყს–გელით წუთიერი ბედნიერება. ბაყაყი ჭაობიან ადგილზე–უბედურებაა, რომელსაც გადალახავთ სიკეთითა და მეგობრების დახმარებით. ბაყაყის ყიყინი გიწინასწარმეტყველებთ სწრაფ გამგზავრებას მეგობრებთან, თუმცა ეს მოგზაურობა სიხარულს არ მოგიტანთ.
ბებია და პაპა - სიზმარში თქვენი ბებიასა და პაპას ნახვა და მათთან საუბარი–გართულებაა, რომელსაც ძნელად გაუმკლავდებით. თუმცა კეთილი ადამიანების დახმარებით, შეძლებთ სიძნელეთა გადალახვას.
ბედნიერი, იღბლიანი - თუ სიზმარში თავს იღბლიანად იგრძნობთ, ძალზე პერსპექტიული მომავალი გელოდებათ–სურვილი აგისრულდებათ და საინტერესო სამუშაო გექნებათ. იმ ადამიანებს, რომლებსაც იმედი დაკარგული აქვთ, ეს სიზმარი სიძნელეების დაძლევას უქადის.
ბეღურა - ბეღურას დასიზმრება ყოველთვის მოასწავებს ბედის შემოტრიალებას, ან თქვენ შეუფერებელი გარემოცვა გყავთ.
ბეჭედი, რგოლი - თუ სიზმარში თითზე გიკეთიათ ბეჭედი–ახალი საქმის დასაწყისია, რომელიც წარმატებას მოგიტანთ. გატეხილი ბეჭედი ნიშანია უბედური ცოლ–ქმრული ცხოვრებისა ან შეყვარებულთა დაშორებისა. თუ გოგონა სიზმარში მიიღებს ბეჭედს, ე.ი ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, რადგან მისი შეყვარებული თავის აწმყოსაც და მომავალსაც მას მიუძღვნის. ბეჭდის ნახვა სხვა ადამიანზე ნიშნავს თქვენი კეთილდღეობის ზრდასა და მრავალ მეგობარს.
ბილიარდი - ბილიარდის ნახვა მოასწავებს უცაბედ უსიამოვნებას. შესაძლოა, ქონებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ან დანაკარგი მტრების ვერაგული თავდასხმების გამო. თუ გესიზმრებათ ბილიარდის მაგიდა და ბურთები არასათამაშო მდგომარეობაში, ეს, ნიშნავს, რომ ცბიერ მეგობრებს თქვენი ვნება სურთ.
ბილიკი - თუ სიზმარში მიდიხართ ვიწრო, არასწორი ბილიკით, ცხადში უამრავი პატარ–პატარა უსიამოვნებები დიდი ხნით გამოგიყვანენ მწყობრიდან. თუ გესიზმრებათ, რომ ეძებთ ბილიკს, რომელსაც აცდით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში განიცდით წარუმატებლობებს მუშაობის ბოლო სტადიაზე, იმისდა მიუხედავად, რომ წარმატებით უნდა დაგესრულებინათ უახლოეს დროში. თუ მიდიხართ სწორი ბილიკით, რის გასწვრივაც იზრდება გაფურჩქვნილი ყვავილები და ხშირი ბალახი–ასეთი სიზმარი გიქადით იმ ურთიერთობებისაგან გათავისუფლებას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებდათ.
ბინდი - ბინდი სიზმარში ნიშნავს ძალის გამოცლას და აუსრულებელ ოცნებებს.
ბიძა - თუ დაგესიზმრათ თქვენი ბიძა, მალე მოისმენთ სამწუხარო ახალ ამბავს. თუ ბიძას ნახავთ დასუსტებულს, შეწუხებულს, თუნდაც რამდენჯერმე–იმის ნიშანია, რომ ნათესავებთან შეგექმნებათ რაღაც უსიამოვნება, რომელიც გახდება დროებით გაუცხოების მიზეზი.
ბიძა ნახო მკვდარი, ნიშნავს, რომ გყავთ ძლიერი მტერი. თუ თქვენ სიზმარში გაუგებრობაში იმყოფებით ბიძასთან, რეალურ ცხოვრებაში შეიძლება გაფუჭდეს თქვენი ოჯახური ცხოვრება, თუმცა ეს სიზმარი შეიძლება ასევე ნიშნავდეს ხანგრძლივ ავადმყოფობას.
ბიძაშვილი (დეიდაშვილი ან მამიდაშვილი) - ბიძაშვილის დასიზმრება მოასწავებს იმედგაცრუებასა და გაბრაზებას. ასეთ სიზმარს შეიძლება მოჰყვეს ძალიან სამწუხარო შემთხვევა. თუ სიზმარში ხედავთ გაცხოველებულ მიმოწერას ბიძაშვილებს შორის, ცხადში შესაძლებელია განხეთქილება ნათესავებში.
ბოლი - ბოლი სიზმარში სახიფათო ნიშანია. თუ გესიზმრებათ, რომ ბოლმა გაგგუდათ, მოემზადეთ იმისათვის, რომ თქვენ გაგაცურებენ და მოგატყუებენ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ მოინდომოს თქვენი ნებისყოფის გატეხვა და თავისზე დაქვემდებარება.
ბრაზი - თუ სიზმარში ბრაზდებით, მოასწავებს მტრების გაჩენას და ცვლილებებს ბიზნესში. თუ სხვებს ხედავთ ამ მდგომარეობაში, თქვენს საქმიანობას შეწყვეტს სიკვდილი ან უსიამოვნო გადაუჭრელი პრობლემები. თუ გესიზმრებათ, რომ ცოფიანი ცხოველი გკბენთ, ცხადში ელოდეთ სკანდალს ან მეგობრების ღალატს.
ბრალდება - თუ სიზმარში ბრალს სდებთ ვინმეს–მეგობრებს წაეჩხუბებით. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ გდებენ ბრალს, შესაძლოა, ვიღაცაზე შეგნებულად გაავრცელოთ ჭორები.
ბრენდი, კონიაკი - ბრენდი სიზმარში გაფრთხილებაა: გმართებთ კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი მოქმედებანი, ასევე სიზარმაცის დაძლევა, რომელიც გიშლით საქმეებში.
ბრმა, სიბრმავე - თუ სიზმარში მოულოდნელად დაბრმავდით, თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდება, რომლებმაც შეიძლება სიღარიბე და ხელმოკლეობა გამოიწვიოს. ამ სიტუაციიდან გამოსვლას თქვენი შემართებითა და ვაჟკაცობით შესძლებთ. თუ თქვენ ბრმები დაგესიზმრათ, ცხადში ვიღაცა თქვენგან დახმარებას ელოდება.
ბრძანება - თუ გესიზმრებათ, რომ გიბრძანებენ, ე.ი. თქვენი კოლეგები განსჯიან თქვენს ათვალწუნებას უფროსთან მიმართებაში. თუ თქვენ უბრძანებთ ვინმეს–ცხადში მიიღებთ ახალ წოდებას, მაგრამ თუ მკაცრად მბრძანებლობთ, ამაყად, ან, თუნდაც, უხეშად–ელოდეთ იმედგაცრუებას.
ბრძოლა - სიზმარში ბრძოლა ნიშნავს ჭიდილს ხიძნელეებთან და ღირსეულ გამარჯვებას. თუ სიზმარში ბრძოლაში დამარცხდით, ზოგიერთი ადამიანის სულიერი მოქმედება ხელს შეგიშლით კეთილი განზრახვის შესრულებაში.
ბუზი, ბზიკი - ბუზი მტრებს მოასწავებს, რომლებიც ურთიერთობებს გაგირთულებენ: თუ ბზიკმა გიკბინათ, ე.ი. გვერდით მყოფებს შურთ თქვენი და ვერ გიტანენ; სიყვარულში სერიოზული მეტოქე გამოგიჩნდებათ. ბუზის მოკვლით თქვენ აჯობებთ თქვენს მტრებს; თუმცა, ზოგჯერ ასეთი სიზმარი ნიშნავს ძველ მეგობართან განხეთქილებასა და სიღარიბეს.
ბუშტი - როცა ბავშვი საჰაერო ბუშტს ბერავს ან ჰაერში უშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დასვენების შესახებ თქვენი ოცნებები ფუჭია.
ბუხარი ნახო – სიმდიდრისა და ფართო ოჯახის, ანუ წარმატების ნიშანია.
გაბრაზება - ვიღაცას თუ ნახავთ გაბრაზებულს–მძიმე განსაცდელის მაუწყებელია: გაოცდებით ახლობელი ადამიანის ქცევით და კავშირს გაწყვეტთ მასთან, მტრები კი თავს დაესხმიან თქვენს საკუთრებ