როგორ მოვუაროთ ავტომობილს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ ავტომობილს

 

მანქანის ვიზუალი ხშირად გარეცხეთ მანქანა. ყველაზე დიდი შეცდომაა გულგრილობა ჭუჭყის და ტალახის მიმართ, რომელიც გროვდება ავტომობილის სხვადასხვა ნაწილებში. წვიმიან ამინდებში მანქანის გარეცხვა რეკომინდირებულა რაც შეიძლება ხშირად, რადგან ყველაზე მეტად ასეთ ამინდებში ტალახი გროვდება ავტომობილის ნაწილებზე. ჭუჭყის პატარა მოლეკულები აღწევს ავტომობილის ნაწილებში და იწვევს კოროზიას, რომელიც საგრძნობლად შეამცირებს მანქანის ექსპლოტაციის ვადას. იდეალური გამოსავალია რეგულარულად მიაკითხოთ ავტომობილების სამრეცხაოს "მოიკებს", მაგრამ თუ ფინანსები ამაში ხელს არ გიწყობთ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენ თვითონ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას. [i]თბილ წყალში დავამატოთ, ავტომობილის სარეცხი საშუალება რომელიც მარტივად იშოვება (ავტოსამრეცხაოებში "მოიკაზე") ან სხვა სარეცხი საშუალება.[/i] [i]მანქანის გასარეცხად გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი "ჩოთქი", ჩვეულებრივი "ღრუბელის" ან ნაჭრის გამოყენება არ არის სასურველი, რადგან ისინი აზიანებენ მანქანის საღებავის ფენას. [/i] [i]სარეცხი საშუალების წასმა ხდება თანმიმდევრულად, მანქანის სახურავიდან ქვემოთ. [/i] [i]საფუძვლიანად მოაშორეთ სარეცხი საშუალება მანქანიდა, რომ სარეცხმა საშუალებამ არ დააზიანოს მანქანის საღებავი გამშრალების შემდეგ.[/i] [i]მანქანის გასამშრალებლად სასურველია გამოიყენოთ ზამშის ნაჭერი, იმისათვის, რომ წყლის წვეთები არ დარჩეს საღებავზე.[/i] [i]სასურველი არ არის მანქანის გარეცხვა მზიან ამინდში ან მოძრაობის შემდეგ, რადგან თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის ცვლილებები.[/i] [i]შუშების გასაწმენდად რეკომინდირებულია ნიშადურის სპირტი, რომელიც უნდა გავხსნათ თბილ წყალში. შემდეგ მშრალი ნაჭრით გაწმინდეთ შუშები.[/i]

 

კონსერვაცია გარეცხვის შემდეგ ავტომობილი საჭიროებს კონსერვაციაში, რომელიც იცავს საღებავს ნეგატიური გარე ფაქტორებისგან. კონსერვაცია ხდება სპეციალური ავტომობილის ცვილის წასმით.

 

ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა ძრავის ზეთი აუცილებელია მისი მდგომარეობის რეგულარული შემოწმება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა თქვენ რეგულარულად ამატებთ ზეთს და გაჟონვას ადგილი არ აქვს, მაგრამ ზეთის დონე მაინც დაბალია, აუცილებელია ვიფიქროთ ძრავის რემონტზე. ზეთის ზედმეტად მუქი ფერი მიუთითებს იმაზე, რომ დროა შეზეთვის სისტემის გარეცხვა და ზეთის გამოცვლა. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოცვლის შემდეგ, ძრავის ზეთი საკმაოდ სწრაფად მუქდება. მიუხედავად ამისა, როცა ზეთი გამჭვირვალობას დაკარგავს, ბუნებრივია მისი კვირაში ერთხელ გამოცვლა საჭირო არ არის. სადენები ყოველთვის უნდა იყოს მშრალი და მოქნილი. არ უნდა დაუშვათ იზოლაციაზე ნაპრალების ან განაჭრების გაჩენა. სილიკონისგან დამზადებული მაღალი ძაბვის სადენები გაცილებით გამძლეა და გარდა ამისა, მოქნილობას ძლიერ ყინვაშიც ინარჩუნებს. თუმცა, სილიკონის სადენებს ჩვეულებრივ პოლიმერულ საფარიან სადენებთან შედარებით უფრო მაღალი ელექტრული წინაღობა აქვთ, ამიტომ უმნიშვნელო დარღვევაც კი ასეთი სადენების არსებობისას განაპირობებს ნაპერწკლური განმუხტვის ენერგიის დაკარგვას, რამაც თავის მხრივ, შეიძლება ცუდად იმოქმედოს ძრავაზე და გამოიწვიოს მისი არათანაბარ ზომიერი მუშაობა. ბენზინის ფილტრის მწყობრიდან გამოსვლა იწვევს კარბიურატორის და ფრქვევანას ე.წ. “სპრისკის” დაბინძურება, რასაც ძრავის არათანაბარზომიერი მუშაობა, საწვავის გაზრდილი ხარჯვა და სიმძლავრი დაცემას მოჰყვება. ხშირად ბენზინის ფილტრი უგულველყოფილია, რადგან ის მნიშვვნელოვან ნაწილად არ მიიჩნევა. ზეთის ფილტრი ავტომობილის 8 000 – 10 000 კმ გარბენის შემდეგ, ან ექსპლუატაციიდან ერთ წელიწადში იცვლება. გარდა ამისა, ფილტრის გამოცვლა აუცილებელია ზეთის ყოველი შეცვლის შემდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი ექსპლუატაციის ვადა დასრულებული არ არის. ჰაერის ფილტრი წარმოადგენს საფილტრი მასალის გარმონს, გარშემო მამკვრივებლებით, რათა ჰაერის ფილტრის გვერდის ავლით ძრავაში ჰაერი არ მოხვდეს. “ყველა დანარჩენ” ფილტრებს მიეკუთვნება “სპორტული” ჰაერის ფილტრი, საჰაერო ფილტრი “ნულოვანი წინაღობით”, “ლაბირინთული” საჰაერო ფილტრი და სხვა. უმჯობესია ორიგინალური ჰაერის ფილტრი ან მისი ლიცენზირებული დუბლიკატი შეიძინოთ. სასურველია ჰაერის ფილტრი ყოველი 10 000 კმ-ს გავლის შემდეგ გამოცვალოს.