როგორ ვითამაშოთ რულეტკა - rogor.ge

როგორ ვითამაშოთ რულეტკა

 

თამაშის მიზნები კრუპიე აგდებს ბურთს ტრიალა ბორბალზე, მისი ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით. ბურთი გააკეთებს რამდენიმე ბრუნვას და ჩავარდება რომელიმე "უბეში" (ღრმულში), რომელსაც მინიჭებული აქვს ნომერი. მოთამაშეებს აქვთ საშუალება: ▼ გამოიცნონ, რომელი ნომერ უბეში ჩავარდება ბურთი. ▼ დადონ ფსონი რამდენიმე ნომერზე ერთდროულად. ▼ შემდეგი ნომრის ხასიათის გამოცნობა (შავი/წითელი, კენტი/ლუწი, მაღალი/დაბალი). მოგების რაოდენობა დამოკიდებულია ფსონის გაკთების მეთოდზე. მოთამაშეებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე ფსონის გაკეთება, სხვადასხვა ტიპის კომბინაციების გაკეთება, შეზღუდულია მხოლოდ მაქსიმალური და მინიმალური ფსონის ოდენობა.

 

კრუპიე (დილერი) მოთამაშეები თამაშობენ კაზინოს (სათამაშო სახლის) წინააღმდეგ, რომელსაც წარმოადგენს კრუპიე. სათამაშო ბორბალთან მდგარი კრუპიე აკონტროლებს თამაშის მიმდინარეობას: ცვლის ფულს ჩიპებზე (ან ჩვეულებრივ ჩიპებზე, რულეტკის სათამაშო ჩიპებზე) ატრიალებს ბორბალს და აგდებს ბურთს. აცხადებს მომგებიან ნომერს (რიცხვი, ფერი და ა.შ.) აგროვებს წაგებულ ფსონებს და გასცემს მოგებულს. ზოგიერთ კაზინოში, თამაშის ინტენსივობიდან და მოთამაშეების რაოდენობიდან გამომდინარე, კრუპიეს ჰყავს დამხმარე, რომელიც საკუთარ თავზე იღებს ფუნქციების გარკვეულ ნაწილს.

 

ფსონები კრუპიესთან ან კაზინოს სალაროში ჩიპების (ფიშკების) ყიდვის შემდეგ მოთამაშეები დებენ ფსონს. თუ მოთამაშე ვერ ახერხებს სასურველ პოზიციამდე დადგომას, კრუპიე დებს ფსონს მის მაგივრად. არსებობს ფსონების 3 ვარიანტი: [u]ფსონები ამერიკულ რულეტკაში[/u] [u]ფსონები ევროპულ რულეტკაში[/u] [u]ფსონები ფრანგულ რულეტკაში[/u]

 

ფსონის რაოდენობა ფსონის დადების მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობა, რომლის დადებაც შეუძლია ერთ მოთამაშეს მოცემული ბრუნის დროს, ინდივიდუალურია ყველა კაზინოსათვის და შეიძლება იცვლებოდეს ერთი კაზინოს მაგიდების მიხედვითაც. მინიმალური ფსონი ნიშნავს ჩიპების (Chips) იმ რაოდენობას, რომლის დადება აუცილებელია თამაშის პროცესში მონაწილეობის მისაღებად. თუ ფსონი კეთდება ნომრებზე (შიდა ფსონები - Inside Bets), მათი საერთო ჯამი არ უნდა იყოს მინიმალურ ფსონზე დაბალი.

 

თამაში დილერი ატრიალებს ბორბალს და აგდებს ბურთს მისი ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით. მოთამაშეს აქვს უფლება დადოს ფსონი იქამდე, სანამ კრუპიე გამოაცხადებს "ფსონები დადებულია" ("No more bets"). როგორც კი ბურთი ჩავარდება რომელიმე ნომრით აღნიშნულ "უბეში", დილერი გამოაცხადებს რიცხვს და სათამაშო მაგიდაზე დასვავს სპეციალურ მარკერს ("dolly"), რომელიც აღნიშნავს ამოსულ ნომერს. ამის შემდეგ კრუპის იღებს წაგებულ ფსონებს და გასცემს მოგებულს.