როგორ შევარჩიოთ პარტნიორი მცირე ბიზნესში (ზოგადი რჩევები)
პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ვენჩურული ფირმა, რომელზეც თქვენ გინდათ შეაჩეროთ თქვენი არჩევანი, რამდენად იღებს მოგებას დამოუკიდებლად და ამ საქმეში აქვს თუ არა დიდი გამოცდილება. ბევრი ვენჩურული ფირმა, როგორც წესი, თავის სასარგებლოდ არც თუ პატარა სარგებელს გამოქაჩავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მიერ დაფინანსებული მცირე საწარმოს საქმეებიც ასევე კარგად მიდის. ამიტომ შედარებული უნდა იქნეს მცირე საწარმოსა და მათი დამფინანსებელი ვენჩურული ფირმის შემოსავლები.
უნდა დარწმუნდეთ, რომ ვენჩერულ ფირმას ჰყავს სპეციალური საშტატო პერსონალი, რომელიც თქვენთან იმუშავებს და რომ ეს მუშაობა მისთვის სასარგებლოა (იმისაგან განსხვავებით, თუ რას ფიქრობენ ვენჩურული ინვესტორები). ფული თავისით არასოდეს არ ამუშავდება. ფული შეგვიძლია შევადაროთ სასუქს, რომელიც ხელს უწყობს მცენარის ზრდას და ზეთს, რომელიც აუცილებელია მანქანის დაზეთვისათვის. იმისათვის, რომ ფულს სარგებელი მოჰქონდეს, საჭიროა არსებობდეს განსაზღვრული პირობები. ვენჩურული ფირმის გამგებლობაში უნდა იყოს საშუალებები (როგორც წესი, მუშაკები), რომელთაც უნარი აქვთ მეწარმეებს აღმოუჩინონ აუცილებელი დახმარება. თუ ვენჩერულ ფირმას თვითონ არა აქვს შემოსავალი და მისი ინვესტიციები მას არ აძლევს მოგების მიღების საშუალებას, მაშინ თვითონ ვერ შეძლებს მოემსახუროს მეწარმეს.