როგორ შევავსოთ ცარიელი კედელი - კარგი იდეები - rogor.ge

როგორ შევავსოთ ცარიელი კედელი - კარგი იდეები

ნახატები და პოსტერები

pir2-1683786438.gif

ეს ის არის, რაც კედლის გაფორმებაზე ფიქრის დროს მოუვა თავში თითქმის ყველა ადამიანს, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ტრადიციულ კლასიკურ ინტერიერს კლასიკა უნდა შეურჩიოთ, თანამედროვეს - თანამედროვე ხელოვნების ნიმუში, პოსტერი ან პანო. ასევე მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელშიც ესა თუ ის ფერწერული ტილო იქნება მოთავსებული, ჩარჩო, ფერი და ნახატი ერთ სტილში უნდა იყოს.

ფოტოშპალერი

ფოტოშპალერი არ ნიშნავს იმას, რომ შპალერზე მაინცდამაინც ფოტო უნდა იყოს გამოსახული, პირიქით, რაც უფრო აბსტრაქტული იქნება თემა, მით მეტად ეფექტური იქნება შპალერი. შპალერი არ უნდა წარმოადგენდეს არაფრის იმიტაციას. ძალიან ლამაზადა და ეფექტურად გამოიყურება მაგალითად არა ტყის ან ზღვის იმიტაცია, არამედ, კალიგრაფიის. ის შესაძლოა ოთახის ძალიან დახვეწილ და ელეგანტურ აქცენტად იქცეს. გაგრძელება