როგორ შეინარჩუნოთ თქვენი სახლის სისუფთავე, როცა ძაღლი ან კატა გყავთ - rogor.ge

როგორ შეინარჩუნოთ თქვენი სახლის სისუფთავე, როცა ძაღლი ან კატა გყავთ

სუნი ავეჯზე

თუ შინაურ ცხოველს აქვს პრივილეგია დაიძინოს თქვენს დივანზე, მას შეიძლება უსიამოვნო სუნი გაუჩნდეს. დაყარეთ სოდა მის ბუნაგზე და 15 წუთის შემდეგ საფუძვლიანად გაასუფთავეთ მტვერსასრუტით.

როგორ მოვაშოროთ შარდის ლაქები

საპონი გახსენით ჭიქა თბილ წყალში. დაასველეთ ლაქა ამ ხსნარით. შემდეგ მოაშორეთ საპონი ძმრის ხსნარით (სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი ჭიქა წყალში).

როგორ შეაგროვოთ სწრაფად ბეწვი

სველი რეზინის ხელთათმანი მყისიერად შეაგროვებს სახლის ირგვლივ მიმოფანტულ ბეწვს, მაგრამ დაგჭირდებათ კარგი მტვერსასრუტიც.

1-1678179042.png

იპოვეთ "შავი ნიშანი"

სუნია, მაგრამ საიდან მოდის? თუ შარდის ლაქა შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, ჩამოაფარეთ ფარდები, ჩააქრეთ განათება და გამოიყენეთ ულტრაიისფერი ნათურა საძიებლად. ლაქა გაბრწყინდება.

შეურჩიეთ სწორი სათამაშოები

საღეჭი სათამაშოები ან ძვლები, რა თქმა უნდა, გადაარჩენს თქვენს ავეჯს. მაგრამ მათ აქვთ უსიამოვნო თვისება, დატოვონ ნარჩენები. შეარჩიეთ სათანადო სათამაშოები, ეცადეთ სხვა სივრცე გამოუყოთ ამისთვის და არ ითამაშონ ხალიჩებზე.

ექსკრემენტის ლაქები

ამგვარი ლაქების მოცილება შეგიძლიათ შემდეგნაირად: ერთმანეთს შეურიეთ სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, სუფრის კოვზი ძმარი, ორი ჭიქა წყალი. თუ ეს მაშინვე არ დაგვეხმარება, დაასხით ლაქაზე წყალბადის ზეჟანგი (ორი წვეთი პიპეტით) და რამდენიმე წვეთი ამიაკი. სიფრთხილე გამოიჩინეთ, შეიძლება დაზიანდეს ქსოვილის ფერი. შემდეგ ჩამორეცხეთ სუფთა წყლით.

სარეცხი მანქანიდან ბეწვის მოცილება

თქვენს ტანსაცმელზე არსებულ ცხოველის ბეწვს შეუძლია დაბლოკოს ბარაბანი და სანიაღვრე შლანგები. ბარაბანი პერიოდულად უნდა გაიწმინდოს მტვერსასრუტით, როცა ის მშრალია, ფილტრი კი რეგულარულად უნდა დაიშალოს და გაიწმინდოს.