3 მეთოდი, თუ როგორ მოიშოროთ სახიდან შავი წერტილები - rogor.ge

3 მეთოდი, თუ როგორ მოიშოროთ სახიდან შავი წერტილები

შავი წერტილების გამომწვევი მიზეზები

  • ტესტოსტერონი პასუხისმგებელია ჩვენს ორგანიზმში ცხიმის გამომუშავებაზე. თუ სისხლში ამ ჰორმონის შემცველობა გაიზარდა, ან ცხიმოვანი ჯირკვლები აჩვენებენ მის მიმართ მომატებულ მგრძნობელობას, ცხიმის გამომუშავება იზრდება. მოზარდებში კანის პრობლემები წარმოიქმნება ჰორმონალური ფონის არასტაბილურობის გამო, ამავე მიზეზით, აკნე შეიძლება განვითარდეს, როგორც ორსულობის, ასევე მენოპაუზის დროს.
  • ზოგიერთი კვლევის თანახმად, დიდი რაოდენობით სწრაფი ნახშირწყლების (ნამცხვრები, ტკბილეული, სწრაფი კვების) მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე და, შესაბამისად, გაზარდოს მათი გამომუშავება.
  • კანი ასევე შეიძლება დაზიანდეს არასათანადო მოვლის გამო, როგორიცაა არასაკმარისი წმენდა, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მაკიაჟის მოცილება ძილის წინ. არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯი აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლის საქმეში არის აქერცვლა მექანიკური ან ქიმიური ექსფოლიანტებით. ეპიდერმისის კერატინიზებული ნაწილაკების დაშლით ან მოცილებით, ისინი ხელს უწყობენ ცხიმის სეკრეციის ნორმალიზებას.
  • შავი წერტილების გაჩენა ასევე მოსალოდნელია კოსმეტიკის არასწორი შერჩევით. კომედოგენურობა ძირითადად თანდაყოლილია კანის დამარბილებელ ნივთიერებებში, როგორიცაა ქოქოსის ზეთი, იზოპროპილ პალმიტატი, ბუტილის სტეარატი.
  • თუ კანი საკმარისად არ არის დატენიანებული - ნუ ელით რაიმე კარგს. ტენიანობის ნაკლებობის შეგრძნებით, კანი დაცვის მიზნით იწყებს კიდევ უფრო მეტი ცხიმის გამომუშავებას.

როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები

გამოიყენეთ სალიცილის მჟავა

მოძებნეთ აქტიური ინგრედიენტები, როგორიცაა სალიცილის მჟავა. ეს ბეტა-ჰიდროქსი მჟავა იდეალურია აკნეს მოსაშორებლად და რადგან ის კარგად იხსნება ცხიმიან გარემოში, შეუძლია ღრმად შეაღწიოს ფორებსა და ჯირკვლებში და გაასუფთავოს ცხიმისაგან.

გამოიყენეთ ბენზოილის პეროქსიდი

კიდევ ერთი ეფექტური და ოდნავ უფრო ძლიერი ინგრედიენტია ბენზოილის პეროქსიდი. ეს ნივთიერება შედის მრავალი პოპულარული გამწმენდის შემადგენლობაში. ბენზოილის პეროქსიდი ხელს უწყობს კომედონის ზედაპირზე მკვდარი კანის უჯრედების დაშლას, მაგრამ არ გამოიყენოთ პროდუქტი რეკომენდებულ დოზაზე მეტი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის ზედმეტი სიმშრალე და გაღიზიანება.

გამოიყენეთ ძლიერი რეტინოიდები ღრმა ფორების გასაწმენდად

თუ წინა მეთოდებმა არ გიშველათ, ყურადღება მიაქციეთ რეტინოიდებს და რეტინოლს. რეტინოიდები გავლენას ახდენენ ბაზალური კერატინოციტების (კანის ეპითელიუმის ძირითადი უჯრედების) ზრდაზე, აჩქარებენ ეპიდერმისის განახლებას, ის ასევე ამცირებს კანზე ნაოჭებს.