როგორ ჩავიცვათ ისე, რომ მდიდრულად გამოვიყურებოდეთ - rogor.ge

როგორ ჩავიცვათ ისე, რომ მდიდრულად გამოვიყურებოდეთ

როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ მდიდრულად

შეიძინეთ კლასიკური თარგის ზედა ტანსაცმელი. დაივიწყეთ ჭყეტელა ლაბადები და ქურთუკები - მათი შეხამება ძალიან რთულია. ქვიშისფერი ტრენჩი, შალის ლაბადა, ნეიტრალური გამა და სწორი თარგი - არასოდეს გავა მოდიდან.გვერწმუნეთ, ბევრად მომგებიანია ხარისხიანი ლაბადის შეძენა, ვიდრე ყოველ ჯერზე იაფფასიანი ქურთუკისა.

დაივიწყეთ ღრმა დეკოლტე. განსაკუთრებით, თუ დიდი ხანია, 20 წლის არ ხართ. გარდა იმისა, რომ ეს იაფფასიან იერს გაძლევთ, წითელი ფარნების ქუჩის ბინადარს დაგამსგავსებთ.

უზარმაზარი კოლიე სხვადასხვა ფერის კრისტალებისგან, მხოლოდ გააუფასურებს იერსახეს. თუ ყელზე გსურთ აქცენტის გაკეთება, არჩევანი თხელ შარფზე შეაჩერეთ. თუ ამას სათვალეც დაემატება, ფრანგი ქალის იმიჯს მოირგებთ.

აირჩიეთ მყარი მასალისგან შეკერილი კლასიკური მოდელის ჩანთები. ტომრის მსგავსი ჩანთები მუდამ არასახარბიელოდ გამოიყურება. აი, ფერსა და ზომებში კი შეზღუდვები საჭირო არ არის. განაგრძეთ კითხვა