როგორ გადავიტანოთ ბარგი მანქანის სახურავით - rogor.ge

როგორ გადავიტანოთ ბარგი მანქანის სახურავით

გამოიყენეთ თოკი ან სხვა საშუალებები ბარგის დასამაგრებლად. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ღვედები ან თოკი. დაამაგრეთ ღვედი ბარგზე მინიმუმ 2-ჯერ ან 3-ჯერ სიგრძით და სიგანით. ბარგის პირდაპირ მანქანაზე დადებამ შეიძლება დაკაწროს ზედაპირი, ამიტომ ჯერ პირსახოცი ან საბანი დადეთ.

1-1663711980.png

შეარჩიეთ სამგზავრო ჩანთა, რომ თქვენი ბარგი წვიმიან ამინდში არ დასველდეს. სამგზავრო ჩანთებს აქვთ რბილი გარე საფარველი, რომელიც იცავს ტვირთს ნებისმიერ ამინდში.

2-1663711993.png

შეამოწმეთ თქვენი მანქანის დატვირთვის ლიმიტი, რათა არ გადააჭარბოთ მას. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი მანქანის დატვირთვის ლიმიტი მფლობელის სახელმძღვანელოში ან ბრენდისა და მოდელის ინტერნეტში მოძიებით. დატვირთვის ლიმიტი განსაზღვრავს რამდენი წონა შეგიძლიათ ატაროთ უსაფრთხოდ ისე, რომ ამან არ იქონიოს გავლენა მანქანის მართვაზე. თუ თქვენ გადააჭარბებთ დატვირთვის ლიმიტს, შესაძლოა მგზავრობა სახიფათო იყოს. ბევრ მანქანას აქვს დატვირთვის ლიმიტი დაახლოებით 45 კგ, მაგრამ მაინც განსხვავდება თითოეულის შემთხვევაში.

3-1663712005.png

დადეთ უფრო მძიმე ბარგი მსუბუქი ნივთების თავზე. მსუბუქი ნივთები უფრო მეტად გამოფრინდებიან თქვენი მანქანიდან, როდესაც მართავთ მაქსიმალური სიჩქარით. თანაბრად გადაანაწილეთ ყველაზე მსუბუქი ნივთები თქვენს სახურავზე და შემდეგ დაადეთ თქვენი მძიმე ჩანთები ზემოდან, რათა დამძიმდეს ისინი.

4-1663712016.png

თანაბრად გადაანაწილეთ წონა თქვენს სახურავზე. თუ თქვენს ყველა მძიმე ნივთს ერთ მხარეს დადებთ, ეს გავლენას მოახდენს თქვენი მანქანის კონტროლზე. გაანაწილეთ წონა თქვენი მანქანის სახურავზე დაბალანსებულად. თუ თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი დიდი ჩანთა, მაშინ განათავსეთ იგი თქვენი სახურავის ცენტრში.

5-1663712028.png

იმოძრავეთ ნელა, რათა არ დაკარგოთ ნივთები. იმის გამო, რომ თქვენს მანქანას ზემოდან გარკვეული წონის ნივთები ადევს, შეიძლება ცოტა უფრო რთული იყოს მოტრიალება და კონტროლის შენარჩუნება. თუ უსწორმასწორო გზაზე მიდიხართ, კიდევ უფრო შეანელეთ სვლა, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბარგი არ ჩამოვარდება.

6-1663712044.png

გაჩერდით და შეამოწმეთ ყოველ 15-30 წუთში, არის თუ არა თქვენი ბარგი ადგილზე. დარწმუნდით, რომ მოგზაურობის დროს ყველაფერი ადგილზეა. თუ ყველაფერი წესრიგშია, სვლა გააგრძელე. თუმცა, თუ რამე მოძრაობს ან მოეშვა, კვლავ მჭიდროდ დაამაგრეთ.

7-1663712055.png

წყარო: wikihow.com