როგორ შევუხამოთ სამკაული სამოსს - rogor.ge

როგორ შევუხამოთ სამკაული სამოსს

rogor-1662620251.jpg

თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე სამკუთხედი ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:

  • კოლიე, რომელიც შეავსებს ჭრილს;
  • თხელი ჯაჭვები პატარ-პატარა გულსაკიდებით;
  • გრძელი ჯაჭვი გულსაკიდით, რომელიც დეკოლტეზე დაბლა ეშვება;
  • ჩოკერი.

rogor-1662620292.jpg

თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე ნავის ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:

  • გულსაკიდი გრძელ ჯაჭვზე;
  • საშუალო სიგრძის მძივი, ჯაჭვი და კოლიე.

rogor-1662620327.jpg

თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე ოთხკუთხედი ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:

ის თავადაა აქცენტი სამოსზე. შეუხამეთ მსხვილი კოლიეს ნაცვლად საინტერესო ფორმის გულსაკიდი ან საინტერესო ფორმის საყურე, უჩვეულო, გეომეტრიული ფიგურის.

rogor-1662620380.jpg

თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე მრგვალი ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:

  • ჩოკერი;
  • ყელზე მომდგარი სამკაული, დეკორატიული ელემენტით ცენტრში;
  • ჯაჭვები;
  • ნებისმიერი სიგრძის მძივები, კოლიე და ყელსაბამი.

იხილეთ ვრცლად