როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევას - rogor.ge

როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევას

თქვენ არ კვდებით! თუ ფიქრობდით, რომ ეს იყო სამყაროს დასასრული, მაგრამ თქვენი სხეული ავლენს სტანდარტულ რეაქციებს. იცოდეთ, რომ დისკომფორტი გაივლის და თავს უკეთ იგრძნობთ. პანიკური შეტევა მალე გადაივლის.

იფიქრეთ პოზიტიურად. უთხარით საკუთარ თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ამას. შეტევა გაგრძელდება მაქსიმუმ 20 წუთი, ან კიდევ უფრო ნაკლები.

გააკეთეთ სუნთქვის ვარჯიშები. ისუნთქეთ რაც შეიძლება ნელა და ღრმად. ჩაისუნთქეთ ცხვირით, შეიკავეთ სუნთქვა 5 წამით და ამოისუნთქეთ პირით. მუცელზე ხელი დაიდეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ის ჰაერით ივსება (ამას დიაფრაგმული სუნთქვა ჰქვია). თუ თქვენი სუნთქვა ზედაპირული და სწრაფია, თუ ამის გარდა სხვა რამეზე ფიქრი არ შეგიძლიათ, შესაძლოა ჰიპერვენტილაციის შეტევა გქონდეთ და ორგანიზმში ნახშირორჟანგის დონე შემცირდეს.

დაუბრუნდით რეალობას. არსებობს ორი შესანიშნავი გზა. პირველ რიგში, დახუჭეთ თვალები და ყურადღება გაამახვილეთ თქვენს სხეულზე. ჯერ მოადუნეთ თითები, შემდეგ ფეხები . არ დაივიწყოთ სახის პატარა კუნთები - ქვედა ყბა, შუბლის კუნთი. სცადეთ მედიტაცია. youtube-ზე მოძებნეთ და მოუსმინეთ ყურსასმენებში. ეს ძალიან დაგეხმარებათ.

მეორე მეთოდს ჰქვია „5-4-3-2-1 ტექნიკა“ და გეხმარებათ კონცენტრირდეთ თქვენ გარშემო არსებულ სამყაროზე. თვალით მონიშნეთ ხუთი რამ, რისი დანახვაც შეგიძლიათ, ოთხი, რისი შეხებაც შეგიძლიათ, სამი ბგერა, ორი სუნი და ერთი გემო. განაგრძეთ კითხვა