როგორ დავთესოთ სოკო - rogor.ge

როგორ დავთესოთ სოკო

პირველი მეთოდით სოკოს თესლს მორებს სიგრძეზე მოაყრით, ზუსტად ისე, როგორც ბოსტანში ითესება ქინძი. სოკოს თესლი ქერქში ჩაცვივდება, ხოლო ქერქიდან რომ არ გადმოცვივდეს, მორი არ უნდა ირყეოდეს. აგრეთვე ჯობს, ის რაც შეიძლება დიდი იყოს. ადგილს, სადაც თესლი ჩავთესეთ, მსუბუქად უნდა გადავაფაროთ და ლურსმნებით მივამაგროთ თხელი ფიცარი, რათა თესლს კარგი პირობები ჰქონდეს განაყოფიერება-გაზრდისთვის.სოკოს დათესვა მორის გადახერხილ ზედაპირზეც შეიძლება. თესლს მასზე თხლად გაშლით და ზედ მეორე მორს დაადებთ ზუსტად ასეთივე გადახერხილი ზედაპირით.

ასე შეიძლება სოკო იარუსებადაც დათესოთ. ასევე შეიძლება მორის რამდენიმე ადგილას გაბურღვა და სოკოს ამ ნახვრეტებში ჩათესვა. კუნძები რომ არ გამოშრეს, პერიოდულად წყალიც უნდა ასხუროთ.

გაზაფხულზე, როცა ტემპერატურა დაახლოებით 14 გრადუსს მიაღწევს, კუნძები ფიფქის მსგავსი სოკოს წარმონაქმნით დაიფარება, რომელიც მალე გაიზრდება. თუ სოკოს უფრო მაღალი ტემპერატურის დროს დავთესავთ და სიცხეს დაიჭერს, კუნძები ჩრდილიან ადგილზე უნდა გადავიტანოთ. ძალიან ლამაზია სოკოს ჩამოყალიბებისა და გაზრდის პროცესი - კუნძს სოკო სწრაფად ედება და კარგი სანახავია. ასე რომ, კარგი საქმის გაკეთება უნაყოფო მორებსაც შეუძლიათ. იხილეთ სრულად

წყარო: kvirispalitra.ge