როგორ გავაფართოვოთ ვიწრო კორიდორი - rogor.ge

როგორ გავაფართოვოთ ვიწრო კორიდორი

აიღეთ კედელი

ყველაზე კარგ გადაწყვეტილებაა ვიწრო შესასვლელში კედლის მონგრევა და შესასვლელის გვერდით ოთახთან გაერთიანება. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დარწმუნდით, რომ კედელი საყრდენი არ არის. ასევე შესაძლებელია კედლის ნაცვლად შუშის ტიხრის გაკეთება. ესეც საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნება.

პრიალა ზედაპირები

თუ კორიდორის გასაფართოვებლად კედლის აღება შეუძლებელია, გადადით გეგმა ბ-ზე და გამოიყენეთ პრიალა ზედაპირები, რომელიც ირეკლავს სივრცეს. ეს დამატებითი ტერიტორიის ილუზიას შექმნის.

აამაღლეთ ჭერი

ვიწრო და გრძელი კორიდორი თავისთავად დიდი პრობლემაა, მაგრამ თუ ამას დაბალი ჭერიც ემატება, მაშინ საქმე კიდევ უფრო რთულდება. ამ დროს არსებობს ჭერის ვიზუალურად ამაღლების საშუალება, კედლები და ჭერი ერთ ფერში შეღებეთ, რათა არ ჩანდეს ერთი სივრციდან მეორეში გადასვლის ადგილი. მეორე პრიალა ჭერია, რომელიც ასევე აირეკლავს სივრცეს.

სარკეები

თუ მზად ხართ ჩვეულებრივზე მეტი დრო დაუთმოთ დასუფთავებას, უპირატესობა მიანიჭეთ სარკის კედელს, რომელიც ვიწრო დერეფანს შეჰმატებს ჰაერს და სივრცეს. უმჯობესია სარკე იყოს მინიმალისტური, რათა თქვენ და თქვენს სტუმრებს არ მოგიწიოთ კედელში "შესვლა".

ვიწრო კარი

სარკეები და ამრეკლავი ზედაპირები კარგია, მაგრამ მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლოთ დერეფნის მოწყობისას. სივრცის ვიზუალურად გადიდების მრავალი უფრო მარტივი და დელიკატური გზა არსებობს. მაგალითად, კარის სიმაღლე, თუ ჭერი იძლევა ამის საშუალებას. გაგრძელება

წყარო: shin.ge