ფარშირებული ბულგარული წიწაკის ბერძნული რეცეპტი ერთი მყუდრო კაფედან, რომელიც მოგინდებათ, ყოველდღე მიირთვათ - rogor.ge

ფარშირებული ბულგარული წიწაკის ბერძნული რეცეპტი ერთი მყუდრო კაფედან, რომელიც მოგინდებათ, ყოველდღე მიირთვათ

წიწაკა კარგად გარეცხეთ, მოაჭერით ყუნწები და ამოიღეთ თესლი.

გახეხეთ ფეტა დიდ ღრმა თასში. შემდეგ ჩაასხით მასში წვრილად გახეხილი გრუიერი. აურიეთ მასა სუფრის კოვზით. ყველის ნარევში ჩაასხით ბერძნული იოგურტი და კვლავ აურიეთ.

4-1658915475.jpg

საშუალო ზომის პომიდორი დაჭერით პატარა კუბიკებად. ასევე, წვრილად დაჭერით ოხრახუშის და პიტნის ფოთლები. ყველის მასას დაუმატეთ ინგრედიენტები.

4-1658915541.jpg

ამის შემდეგ დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მოაყარეთ ყველაფერს პილპილი და დაასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. ბოლოჯერ კარგად აურიეთ.

ბულგარული წიწაკები გამოტენეთ შიგთავსით, ჩადეთ თასში, დაახურეთ ტავისივე ყუნწები, მოასხით ზეითუნის ზეთი. სილიკონის ფუნჯით კარგად გადაანაწილეთ ზეთი და მოაყარეთ ორეგანო.

გამოაცხვეთ წიწაკა 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში. მზა კერძი შეგიძლიათ მიირთვათ ბალზამიანი კრემის ძმრით და დამატებით ოხრახუშით გააფორმოთ.

4-1658915789.jpg