როგორ დავიცვათ კანი ქლორისგან: უსაფრთხოების წესები აუზში - rogor.ge

როგორ დავიცვათ კანი ქლორისგან: უსაფრთხოების წესები აუზში

სანამ აუზში ჩახვალთ, მიიღეთ შხაპი, საპნით ან გელით. უნდა ჩამოიცილოთ მიკრობები, კანის ნაწილაკები, ოფლი, კრემის, ლოსიონისა და სხვა კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენები. ეს მხოლოდ ჰიგიენური თვალსაზრისით არ მოგეთხოვებათ. საქმე იმაშია, რომ ქლორი ქიმიურ რეაქციაში შედის კოსმეტიკის შემცველ საშუალებებთან.

დაისველეთ თმა: სველი თმა იმდენად აქტიურად არ იწოვს ქიმიურ ნივთიერებებს, რამდენსაც მშრალი.შეძლებისდაგვარად დაიხურეთ ქუდი და გაიკეთეთ ცურვის სათვალე. ამგვარად, მინიმალურად დაიცავთ თვალებსა და თმას ქლორისგან.ცურვის შემდეგ...

კარგად ჩამოიბანეთ (გელი და ღრუბელი) ტანი და თავი. ბანაობის შემდეგ წაისვით ეთერზეთი, რომელიც დაგირბილებთ კანს.თუ გგონიათ, რომ ქლორი კანზე დაგრჩათ, გამოიყენეთ აბრაზიული საშუალება, მაგალითად, სკრაბი და კარგად გაისუფთავეთ კანი. თუმცა, გახსოვდეთ, პილინგი კვირაში ორ ჯერზე მეტად არ უნდა გაიკეთოთ.

შხაპის შემდეგ სახისა და ტანის კანზე წაისვით მსუბუქი ლოსიონი. უმჯობესია, თუ ის ქუნჯუთის ზეთზე იქნება დამზადებული ან "ე" ვიტამინით გაჯერებული.

როდის შევცვალოთ აუზი...

თუ მუდმივად ალერგია გაქვთ

შეიძლება აუზის დამუშავებისას ისეთ ნივთიერებებს იყენებენ, რაზეც ალერგია გაქვთ. საბედნიეროდ, ბოლოდროინდელი კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ აუზის გასაწმენდი საშუალებები ონკოლოგიური დაავადების მაპროვოცირებელ ნივთიერებებს არ შეიცავს.

თუ აუზიდან ქლორის ძლიერი სუნი გცემთ

როგორც წესი, თავად ქლორს სუნი თითქმის არა აქვს, მაგრამ მასთან ერთად შეიძლება გამოიყენონ ნივთიერება, რომელიც ამძაფრებს მის სუნს და უფრო მეტიც, თვალების გაღიზიანება შეუძლია გამოიწვიოს.

წყარო: marao.ge