როგორ შეინარჩუნოთ გოგონას ინტერესი, რომელიც მოგწონთ - rogor.ge

როგორ შეინარჩუნოთ გოგონას ინტერესი, რომელიც მოგწონთ

იყავით ორიგინალური. შეეცადეთ გაუგზავნოთ გოგონას ორიგინალური ტექსტი, ნუ ეტყვით უბრალოდ გამარჯობას ან ნუ გაუგზავნით ღიმილის ემოციას. იპოვეთ გზა, რომ გააღიმოთ ან გააღვივოთ მისი ინტერესი. გააკეთეთ ყველაფერი, რათა იფიქროს, რომ თქვენში რაღაც განსაკუთრებულია. მოხიბლეთ იგი თქვენი ჭკუით. გააკეთეთ მახვილგონივრული დაკვირვება, რომელიც აჩვენებს გოგონას სამყაროს ხედვის თქვენს უნიკალურ გზას.

დასვით კარგი შეკითხვები. კითხვა შესანიშნავი მეთოდია დიალოგის დასაწყებად, რადგან მაშინ თქვენი გოგონა გაიგებს, რომ პასუხს ელოდებით. აქ მოცემულია კითხვის დასმის შესანიშნავი გზა: ჰკითხეთ მისი დღის ან კვირის შესახებ. თუ იცით, რომ მას მნიშვნელოვანი მომენტი ჰქონდა ცხოვრებაში. დარწმუნდით, რომ ეს ის კითხვაა, რასაც მას ადვილად შეუძლია უპასუხოს.

დააკვირდით თქვენს მართლწერას. უნდა დააკვირდეთ თქვენს მართლწერასა და პუნქტუაციას, სანამ გოგონას შეტყობინებას გაუგზავნით. საკმარისად უნდა იზრუნოთ, რომ დაწეროთ გრამატიკულად სწორი წინადადებები.

ნუ გადააჭარბებთ მცდელობას. დაიმახსოვრეთ, რომ იყოთ ბუნებრივი და არ დატოვოთ ისეთი ადამიანის შთაბეჭდილება, როგორიც რეალურად არ ხართ. არაფერი გააკეთოთ მხოლოდ შთბეჭდილების მოსახდენად. არ გაუგზავნოთ მას გრძელი ტექსტური შეტყობინება. მხოლოდ ერთი წინადადება ერთ მონაკვეთში საკმარისია. ნუ ეცდებით ძალიან სასაცილო იყოთ მისთვის, იხუმრეთ ზომიერად.

იყავით ჩართულები. იპოვეთ საერთო ინტერესი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გჭირდებათ ისაუბროთ თქვენს პოლიტიკურ ან რელიგიურ მრწამსზე ტექსტის გაგზავნისას, თქვენ უნდა იპოვოთ საერთო ინტერესები. მაშინაც კი, თუ ეს მხოლოდ სატელევიზიო შოუ ან ჯგუფია, ეს საშუალებას მოგცემთ საუბრის გაგრძელების. ახსენეთ რაღაც, რომლითაც გატაცებული ხართ, როგორიცაა ფეხბურთი ან თუნდაც სხვა სფერო. მიახვედრეთ, რომ მზად ხართ დახარჯოთ დრო თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. თუ მეგობრებთან ერთად ხართ ან ვარჯიშობთ თქვენს ჯგუფთან ერთად, უთხარით მას. ის უფრო დაინტერესდება თქვენით, თუ იცის, რომ საინტერესო ცხოვრება გაქვთ.

იცოდეთ, როდის არის საუბრის დასრულების დრო. თუ გსურთ თქვენი გოგონას ინტერესი შეინარჩუნოთ, მაშინ უნდა შეწყვიტოთ ტექსტური შეტყობინებების სესიები საჭირო დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მობეზრდება შეტყობინებების უსასრულო გაცვლა-გამოცვლა. მნიშვნელოვანია იცოდეთ როდის შეწყვიტოთ მისთვის მესიჯის გაგზავნა და სცადოთ მოგვიანებით.

წყარო: wikihow.com