როგორ დავზოგოთ ფული საკვებში - rogor.ge

როგორ დავზოგოთ ფული საკვებში

თვალი ადევნეთ თქვენს სასურსათო ხარჯებს და შექმენით გონივრული ბიუჯეტი

დააკვირდით რამდენს ხარჯავთ 2 ან 3 თვის განმავლობაში და რა სახის ნივთებს ყიდულობთ. 3 თვის გასვლის შემდეგ, შეაგროვეთ ქვითრები, რათა დაადგინოთ, რამდენს ხარჯავთ ძირითადად კვირის განმავლობაში. შემდეგ შექმენით ბიუჯეტი, რომელიც განსაზღვრავს რამდენი ფულის დახარჯვის უფლება გაქვთ ყოველ კვირას საკვებზე.

გამოიყენეთ აქციები, რათა შეიძინოთ პროდუქტი ფასდაკლებით

ბევრი მაღაზია აგზავნის ყოველკვირეულ ფასდაკლებებს sms-ითმ ან დებს პოსტებს Facebook-ის გვერდებზე. ასეთ დღეებში შეგიძლიათ გააკეთოთ არამალეფუჭებადი პროდუქტების მარაგი.

შეადარეთ პროდუქტის ფასები, რათა გამოარჩიოთ მათ შორის იაფი

სასურსათო მაღაზიებში განსხვავებული ფასებია ერთსა და იმავე პროდუქტზე. შეადარეთ ფასები და ნახეთ, რომელ მარკეტს აქვს უკეთესი შეთავაზება.

შეამცირეთ ხორცისა და რძის პროდუქტების ყიდვა

ეს პროდუქტები საკმაოდ ძვირი ღირს. მოძებნეთ მარცვლეული და სხვა პროდუქტები, რომლებსაც მეტი კვებითი ღირებულება აქვთ. მოძებნეთ გზები, რომ მიიღოთ ცილა ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა მაგალითად ლობიო და თხილი.

გამოიყენეთ დაგროვების ბარათები

ქსელურ მარკეტებში შეგიძლიათ აიღოთ დაგროვების ბარათი, სადაც დაგიგროვდებათ ქულები ან გარკვეული თანხა. რომლის გამოყენებასაც შეძლებთ ნებისმიერ დროს.

მოამზადეთ კერძები სახლში ფულის დაზოგვის მიზნით

სუპერმარკეტიდან შეძენილი ინგრედიენტებით სახლში საკუთარი კერძების მომზადება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე გარეთ ჭამა და მზა კერძების შეძენა. მაგალითად, თუ მოგწონთ ფუნთუშების ან მაფინების ჭამა, სცადეთ მათი გამოცხობა და გაყინვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ პროდუქტები, რომლებშიც მეტს გადაიხდით სასურსათო მაღაზიიდან ან რესტორნიდან, როგორიცაა სალათები, პიცა, მაკარონი ან სენდვიჩები. სახლში საჭმლის მომზადება ასევე საშუალებას მოგცემთ მოამზადოთ იაფი, ჯანსაღი კერძები, რომლებიც გიყვართ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს.

წყარო:wikihow.com