როგორ დავძლიოთ სიღარიბე - rogor.ge

როგორ დავძლიოთ სიღარიბე

მიიღეთ მეტი განათლება

თუ გსურთ სიღარიბისგან თავის დაღწევა, ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის სათანადო განათლების მიღება. არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლება გქონდეთ, შეგიძლიათ შეისწავლოთ რაიმე კონკრეტული ხელობა. გაიაროთ რამდენიმე თვიანი კურსი და დასაქმდეთ. მაგალითად: მანიკიურის სპეციალისტი, ხელსაქმე, ხელნაკეტი ნივთების დამზადება, კერვა, ცხობა და სხვ.

შეისწავლეთ თქვენი საცხოვრებლის ვარიანტები

ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პოვნა შეიძლება რთული იყოს, თუ თქვენ გაქვთ მინიმალური ხელფასი. თუ ბინას ქირაობთ, შეეცადეთ იპოვოთ ოთახის მეზობელი. საცხოვრებლის ღირებულების გაზიარებამ შეიძლება ყველაფერი გაცილებით ხელმისაწვდომი გახადოს. იფიქრეთ იმ ტერიტორიაზე გადასვლაზე, სადაც ბინის ქირის საფასური ბევრად ნაკლებია.

ეძებეთ უკეთესი სამუშაო

დიდი შანსია, რომ თუ სიღარიბეში ცხოვრობთ, უკვე მუშაობთ რამდენიმე სამუშაოზე. ორ ან მეტ სამსახურში მუშაობა არ არის სიღარიბის დაძლევის გამოსავალი და შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი სტრესი. ამიტომაც მოძებნეთ სხვა სამსახური. შეარჩიეთ ისეთი, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას. შექმენით LinkedIn-ის ანგარიში, რომელიც დაგეხმარებათ სათანადო სამსახურის მოძებნაში. შექმენით თქვენი პროფილი პოტენციური დამსაქმებლების მოსაზიდად.

აწარმოეთ მოლაპარაკებები

იმისდა მიხედვით, თუ რამდენ ხანს მუშაობთ თქვენს ამჟამინდელ სამსახურში, შეგიძლიათ დაარწმუნოთ თქვენი მენეჯერი, რომ გაგიზარდოთ ხელფასი. თუმცა დარწმუნდით, რომ გაქვთ მიზეზი ხელფასის გაზრდის მოთხოვნისთვის.

გააკეთეთ მცირე გამოკვლევა და ნახეთ, რა ხელფასს იღებენ სხვადასხვა ადამიანები თქვენს სფეროში. ნუ მოითხოვთ მეტ ხელფასს უფროსისგან, თუ ფიქრობთ, რომ ამას არ იმსახურებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შეეცადეთ იმუშაოთ მასთან, რათა ორივესთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოთ. მოძებნეთ გზები თქვენი უფროსის დასახმარებლად, შეიძლება მოგიწიოთ მეტი პასუხისმგებლობის აღება უფრო მაღალი ანაზღაურებისთვის.

წყარო: wikihow.com