როგორ შეიძლება ხანგრძლივი მენსტრუაციის შემსუბუქება - rogor.ge

როგორ შეიძლება ხანგრძლივი მენსტრუაციის შემსუბუქება

გახანგრძლივებული და უხვი მენსტრუაცია შეიძლება ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადების შედეგად განვითარდეს. ამ დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს ჰემოგლობინის აღმდგენი პრეპარატების მიღება, თუმცა ეს უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და კონტროლით. ეს სამკურნალო საშუალებები ჭარბ სისხლდენას კი გაუმკლავდება, მაგრამ ვერ გადაჭრის იმ პრობლემებს, რომელიც მის საფუძველს წარმოადგენს.

მენსტრუაციის მიმდინარეობის შემსუბუქებაში დაგვეხმარება ცხოვრების სწორი რეჟიმი, სრულფასოვანი ძილი და დასვენება. ასევე სტრესული და მძიმე ფიზიკური დატვირთვის მაქსიმალურად შემცირება.