როგორ დავიცვათ განტვირთვის დღე? ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები - rogor.ge

როგორ დავიცვათ განტვირთვის დღე? ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები

ამ ყველაფერთან ერთად, შეასრულეთ განტვირთვის დღეები და შედეგი იქნება მეტად ეფექტური. სასურველი და რეკომენდებულია კვირაში ერთი დღე დაუთმოთ განტვირთვას.

არსებობს განტვირთვის რამდენიმე სახეობა:

1). დღესდღეობით, პოპულარულობით სარგებლობს კეფირის განთვირთვა, რომლის დროსაც შეგიძლიათ მიიღოთ 2 ლიტრამდე კეფირი და დღის განმავლობაში საჭირო რაოდენოით წყალი.

2). კიტრის შემცველობის უმეტესი ნაწილი უჭირავს წყალს, ამიტომ ასევე ეფექტურია კიტრის განტვირთვის დღის მოწყობა, 2 კგ მდე კიტრი და ამ ყველაფერს შეგიძლიათ დაურთოთ კეფირი, არა უმეტეს 1 ლიტრისა. მიიღეთ დღის განმავლობაში საჭირო წყლის რაოდენობა.

3). მწვანე ვაშლის განტვირთვა ასევე ეფექტურია. მწვანე ვაშლი შეგიძლიათ მიიღოთ 1 დან 2 კგ- მდე. არ იქნება ურიგო, თუ დღის დასასრულს თან დაურთავთ მაწონს 150-200 გრ.

4). შეგიძლიათ მიირთვათ დღის განმავლობაში 2-3 კგ ბოსტნეული და ასევე ხილი, არ მიიღთვათ მჟავე და ტკბილი ხილი ერთდროულად და შეეცადეთ, საღამოს საათებში არ მიიღოთ მეტად ტკბილი ხილის სახეობები, როგორიცაა ატამი და ბანანი.

5). 400-500 გრ 0% ხაჭო + 1 ჭიქა უცხიმო რძე.

ზემოხსენებულ განტვირთვის სახეობებში არსებული საკვები გადაანაწილეთ ისე, რომ დღის განმავლობაში მოგიწიოთ 4-5 ჯერადი კვება.

ანტონ ლაშქარაძე (ფიტნეს ინსტრუქტორი)