როგორ გავუქროთ უსიამოვნო სუნი მეორად ტანსაცმელს - rogor.ge

როგორ გავუქროთ უსიამოვნო სუნი მეორად ტანსაცმელს

ამიტომ, ყველაზე მოდური ქალებიც არ ერიდებიან ასეთ ადგილებში სეირნობას. ერთადერთი პრობლემა ქიმიის მძაფრი არომატია, რომლის მოშორებაც ზოგჯერ ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებით რთულია.

როგორ მოვაშოროთ ქიმიის მძაფრი სუნი ტანსაცმელს

ამიაკითუ გსურთ არა მარტო მოიშოროთ სუნამოს სუნი, არამედ მოაცილოთ ქსოვილზე ჩამოსული ქიმიკატები, დაასველეთ ტანსაცმელი ამიაკის ხსნარში. 5 ლიტრი წყლისთვის დაგჭირდებათ 2 ს.კ. პრეპარატი.

meoradi-1653288458.jpg

მსუბუქი ქსოვილები გააჩერეთ ამიაკიან ხსნარში 1-2 სთ. უფრო მკვრივი და მასიური ტანსაცმლისთვის (ჯინსები, სვიტერები) სითხის კონცენტრაცია და დაყოვნების დრო უნდა გაზარდოთ. იმავე მოცულობის წყალს დაუმატეთ 5 ს.კ. ამიაკი და დატოვეთ ტანსაცმელი ხსნარში 5 საათის განმავლობაში. ქურთუკი, პალტო გააჩერეთ 6-7 საათის განმავლობაში.

2-1653288494.jpg

გაწურეთ ტანსაცმელი და გააშრეთ. შემდეგ კვლავ გარეცხეთ სარეცხის მანქანაში სარეცხის ფხვნილის და არომატული სითხის გამოყენებით.

ძმარი + სოდა (ან მარილი)

კიდევ ერთი მეთოდი ძმრიანი სოდა ან მარილია. თითოეული პროდუქტის რამდენიმე სუფრის კოვზი გახსენით თბილ წყალში და დატოვეთ ტანსაცმელი სითხეში 4 საათის განმავლობაში. შემდეგ უბრალოდ გარეცხეთ.

როცა ტანსაცმელი გაშრება, დააუთოვეთ ორთქლის რეჟიმით.

4-1653288662.jpg

თეა ინასარიძე