როგორ გადავანაწილოთ ჩვენი ფინანსები სწორად?! - rogor.ge

როგორ გადავანაწილოთ ჩვენი ფინანსები სწორად?!

 

შემოსავლის 20% დანაზოგისთვის გადადეთ
ადამიანების უმეტესობა დანაზოგის გაკეთებას ვერასოდეს ახერხებს და „ხელფასიდან ხელფასამდე“ ცხოვრობს, ზოგი კი მთელ ხელფასს სხვადასხვა საჭიროებას მოახმარს და დანაზოგისთვის მხოლოდ მორჩენილ თანხას გადადებს (თუ საერთოდ რამე დარჩა). დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტი მოქმედებს სწორი პრინციპით: „ჯერ საკუთარ თავს გადაუხადოს და შემდეგ სხვას“, რაც შემოსავლის გარკვეული ნაწილის მომავლისთვის გადადებას გულისხმობს.

 

შემოსავლის 50% ვალებზე, ტრანსპორტსა და კომუნალურ გადასახადებზე გადაანაწილეთ
გირჩევთ, ვალებს, მათ შორის იპოთეკურ სესხს, შემოსავლის 25%-ზე მეტი არ დაუთმო: თუ საჭიროა, ბურღულეულის დიეტაზეც კი უნდა გადახვიდეთ და ყოველთვიური სესხის გადასახადი იმ დონეზე დაიყვანო, სანამ შენი შემოსავლის 25%-მდე არ ჩამოვა. თუმცა, აქვე გაფრთხილებთ, მხოლოდ ფაფის ჭამით ვალებს მალე ვერ გაისტუმრებთ, ამისთვის 4 წესის დაცვა და 5 ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ – თუ მათ დროულად გაითვალისწინებთ, ვალები თქვენი შემოსავლის – 25%-ს, საბოლოოდ კი, საერთოდაც, 0%-ს წაიღებს: 1. როდესაც ერთი კრედიტი გაქვთ გასასტუმრებელი, სხვაზე არც იფიქროთ! 2. არასოდეს აიღოთ კრედიტი თქვენი სახელმწიფო ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, რაც არ უნდა დაბალ საპროცენტო განაკვეთს გთავაზობდნენ! 3.სესხი მანამ დაფარეთ, სანამ უპროცენტო ან დაბალპროცენტიანი განაკვეთი გიწევთ! 4.არასოდეს აიღოთ სესხი ტანსაცმლისთვის ან გართობისთვის, ამისთვის დანაზოგი არსებობს! 5.დააგროვეთ მინიმუმი „შავი დღისთვის“ – ამისთვის 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად შემოსავლის 8,3% უნდა გადადოთ! 6. უარი თქვით საკრედიტო ბარათებზე! 7. მინიმუმ 1 წლის ბიუჯეტი შეადგინეთ, რომელიც ძირითად დანახარჯებს მოიცავს! 8.იმოქმედეთ „კონვერტის მეთოდით“ – დიახ, რამდენიმე კონვერტი სხვადასხვა საჭიროების მიხედვით დაასათაურეთ და არასოდეს გამოიყენოთ თანხა მოცემული კონვერტიდან სხვა საქმისთვის. 9. პირველ რიგში, მაღალპროცენტიანი ვალები დაფარეთ!