
ყველაზე ხშირად გველები ბინადრობენ იქ სადაც არის დახურული ტერიტორია, ადამიანები არ მოძრაობენ აქტიურად და არის მაღალი ბალახი და სხვადასხვა მცენარეები, ყვავილები ბუჩქები და ა.შ. გველებს არ უყვართ ცარიელი,მოტიტვლებული და ხმურიანი ადგილები. თუ თქვენი აგარაკის ეზოს სტუმრობენ ხოლმე გველები, გირჩევთ აუცილებლად მოტიბოთ ბალახი, ეს დაგეხმარებათ მოახდინოთ ზემოაღნიშნული პრობლემის პრევენცია. ამგვარად ამცირებთ რისკს, რომ გველი გესტუმროთ ეზოში, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ მეზობლის ეზოდან გამოიაროს გზად. ასე რომ გირჩევთ, შეუთანხმდეთ ერთმანეთს და არ დაუშვათ მაღალი ბალახი თქვენი დასასვნებელი ადგილების ახლოს.