გრძელი მოგზაურობები უფროსებისთვისაც კი რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვებზე. ბავშვებს უჭირთ ზედიზედ რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდად ჯდომა. მშობლები წინასწარ უნდა მოემზადონ გრძელი მოგზაურობისთვის და დაფიქრდნენ, რა უნდა გააკეთონ შვილთან ტრანსპორტში, რომ მგზავრობა გაუადვილდეთ.
მოგზაურობის დროს ყველა ყიდულობს სუვენირებს ახლობლებისთვის. ასევე, თუ უცხო ქვეყანაში ვიღაც გყავთ სანახავი, დაგჭირდებათ რაიმე ავთენტური სუვენირის წაღება, რაც სიმბოლურად საქართველოს უკავშირდება.
ყველა სახის მოგზაურობას, იქნება ეს საქმიანი თუ სიამოვნებისთვის, სჭირდება მცირე დაგეგმვა. ისეთი რამ, როგორიცაა ფრენები და სასტუმროები, წინასწარ უნდა დაჯავშნოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ დაგეგმავთ თქვენთვის საჭირო მარშრუტს. თუმცა, მოგზაურობის დაგეგმვა არ უნდა იყოს სტრესული. როცა ადრე იწყებთ ამ ყველაფერზე ფიქრს, უამრავი დრო გაქვთ, რომ მიმოიხედოთ, შეადაროთ ფასები და დარწმუნდეთ, რომ გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ გამგზავრებამდე.
საჰაერო მოგზაურობის დროს ბევრი ადამიანი განიცდის ძლიერ შფოთვას, სტრესს, შიშს და ვერ წყნარდება მედიკამენტების ან ალკოჰოლის დოზის გარეშე. თუმცა არსებობს უფრო მარტივი გზები ნერვული სისტემის მოწესრიგებისთვის.
დედამიწაზე დაახლოებით რვა მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ასეთი დიდი რაოდენობითაც კი, ჩვენ მაინც ვერ შევძლებთ ყველაფრის შესწავლას, რაც პლანეტაზეა. მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც ჯერ არავის დაუდგამს ფეხი. და თუ იქ ვინმე ცხოვრობს, ცივილიზაციას მთლიანად მოწყვეტილია.
კრაკოვიდან 29 კილომეტრში მდებარე პოლონური სოფლის, სულოზოვას ზედხედი მართლაც საოცარია, ზღაპრული. ინტერნეტში განთავსებული მილიონობით სურათი მომხმარებლებს ფერადი მინდვრებითა და მიხვეულ-მოხვეული ქუჩით ახარებს, რომლის ორივე მხარეს სოფლის სახლების წითელი, ყავისფერი და ლურჯი სახურავები მოსჩანს. თითქმის 10 კმ სიგრძის ერთი ქუჩის მქონე სოფლის სურათები ელვის სისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელში და სოფელი პოპულარულ ტურისტულ ადგილად აქცია.
Briarcliff-ის სასახლე 1920-წლებში Coca Cola-ს დამფუძნებლის მემკვიდრისთვის ააშენეს. ასა 'ბადი" გრიგს ქენდლერმა მამის გარდაცვალების შემდეგ კომპანია ნამდვილ ფენომენად აქცია. მისი ერთ დროს დიდებული სასახლე კი დღეს "მოჩვენებების სახლადაა" ქცეული.
ტერიტორიაზე გოლფის მოედანი და ზოოპარკი იყო განთავსებული. ცნობილია, რომ ქენდლერი ეგზოტიკური ცხოველების შეგროვებით ირთობდა თავს.
ვენაში დასვენება გულისხმობს უძველესი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, მყუდრო კაფეებში შესვლას და წარმატებულ შოპინგს. ავსტრიის დედაქალაქი ნამდვილად არ არის ბიუჯეტური ადგილების სიაში, მაგრამ მოგზაურობის ხარჯების შემცირების მრავალი გზა არსებობს. ჩვენ გეტყვით, როგორ დაზოგოთ ფული ქალაქში და როგორ გაამრავალფეროვნოთ თქვენი მოგზაურობა.
თუ აღმოაჩენთ, რომ მოსაწყენი ცხოვრება გაქვთ, დროა შეცვალოთ თქვენი რუტინა. რაღაც ახლის სწავლა და სოციალიზაცია გააუმჯობესებს თქვენს კეთილდღეობას. მოიძიეთ შესაძლებლობები ახალი გამოცდილებისთვის, რათა მეტად იყოთ მოტივირებულები.
პორტუგალია ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფოა. პორტუგალიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესპანეთი. პორტუგალიის შემადგენლობაში შედის ასევე ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის კუნძულები და მადეირა, რომლებიც წარმოადგენენ ავტონომიურ რეგიონებს და გააჩნიათ ადგილობრივი მმართველობის სისტემა. ოფიციალურ და სახელმწიფო ენას წარმოადგენს პორტუგალიური.
რომი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია, სადაც ბევრი საინტერესო ადგილია დაკავშირებული მსოფლიო ისტორიასთან, კულტურასთან და არქიტექტურასთან. მარადიული ქალაქი - ასე უწოდებენ რომს - საინტერესო იქნება განსაკუთრებით წარსულის მოყვარულთათვის. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება რომში სტუმრობისას?
შვებულება ალბათ წლის ყველაზე მოსალოდნელი მოვლენაა, თუ კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ მუშაობდით. რა თქმა უნდა, გსურთ მიიღოთ ხარისხიანი დასვენება, მაგრამ არის მომენტები, როდესაც უბრალოდ უშედეგოდ იხდით ფულს.