როგორ გადავიყვანოთ PDF-ის ფაილი Word-ში (Wondershare) - rogor.ge

როგორ გადავიყვანოთ PDF-ის ფაილი Word-ში (Wondershare)

 

გადმოიწერეთ პროგრამა - Wondershare PDF to Word Converter და დააინსტალირეთ იგი თქვენს კომპიუტერზე. ხოლო ინსტალაციის დასრულების შემდეგ გახსენით პროგრამა. | Wondershare PDF to Word Converter-ის გადმოსაწერი გვერდის ბმული | ვერსია: 4.0 | ზომა: 12 MB |

 

სასურველი ფაილის ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს Add Files... რომელიც მდებარეობს მარცხენა ზედა კუთხეში. გახსნილ ფანჯარაში კი მოიძიეთ ფაილი რომლის დამუშავებაც გსურთ და ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს Open.

 

ფაილის ან ფაილების არჩევის შემდეგ მიუთითეთ იმ საქაღალდის მისამართი, რომელიც გსურთ რომ განთავსდეს უკვე დამუშავებული ფაილი. საქაღალდის მისათითებელი ველი მდებარეობს მარცხენა ქვედა კუთხეში Outfut Folder: წარწერის გასწვრივ.

 

წინა ორი მოქმედების შესრულების შემდეგ დარჩა მხოლოდ ერთი მოქმედება. მარჯვენა ქვედა კუთხეში Convert ღილაკზე დაჭერა, რის შემდეგაც მცირე დროში თქვენი სასურველი pdf ფაილი შეიცვლის ფორმატს და გახდება კომპანია მაიკროსოფტის საოფისე პროგრამებისათვის წაკითხვადი.