როგორ ჩავაბაროთ TOEFL-ის ტესტი
ეწვიეთ ETS TOEFL-ის ვებ-საიტს და გაეცანით ტესტირების მაგალითებს. TOEFL ამოწმებს არაინგლისურენოვანი ხალხის ცოდნას წაკითხულის, მოსმენილის, ლაპარაკის და დაწერილის შემოწმების სახით. გაიგეთ რა გელით თითოეულ სექციაში. მაგალითად, კითხვის სექციაში თქვენ შეგხვდებათ ნაწყვეტი ტექსტიდან და კითხვები წაკითხულის გააზრების შესამოწმებლად. ასევე, რასაც თქვენ დაწერთ, გამოყენებული იქნება თქვენი წერითი უნარის შესამოწმებლად. მოსმენილის სექცია თქვენგან მოითხოვს, რომ თქვენ გაიგოთ საუბარი ან წაიკითხოთ ლექციები და გასცეთ კითხვებს პასუხი, ძირითადად ამას. საუბრის უნარის გამოსაჩენად, პასუხები უნდა გასცეთ თქვენთვის დასმულ კითხვებს. გაიგეთ თითოეული სექციის მოთხოვნა ისე, რომ იცოდე სფერო, რომელზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება.
შეაფასეთ თქვენი ინგლისური ენის ცოდნა, ETS-ს ვებ-საიტზე აღებული ტესტებისა და მაკონტროლებელი გამოკითხვების საშუალებით. შეამოწმეთ გრამატიკის, წინადადებების წყობის, წაკითხულის და მოსმენილის გაგების უნარი. შემოწმების შედეგად გამოარკვიეთ, რომელი სფეროს გაუმჯობესებაა საჭირო. ჩაიწერეთ თქვენი საუბარი ინგლისურ ენაზე, მოუსმინეთ ჩანაწერს და შეადარეთ რადიოს, ტელევიზიის და ფილმების მეშვეობით ინგლისურენოვანი ხალხის საუბარს.