როგორ მოვიქცეთ ყურის ტკივილის შემთხვევაში (ხალხური მედიცინა) - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ ყურის ტკივილის შემთხვევაში (ხალხური მედიცინა)

 

წამოწექით ისე, რომ მტკივანი ყური მოთავსდეს ზემოთ, ჩაიწვეთეთ ყურში რამოდენიმე წვეთი [u]გამთბარი სპირტი[/u] პიპეტის საშუალებით.

 

მტკივან ყურზე, 2 საათის განმავლობაში დაიდეთ[u] გაცხელებული აგური ან კრამიტი[/u]. სასურველია ავადმყოფს დალეული ჰქონდეს რამე ოფლმდენი საშუალება, რათა პროცედურის ჩატარებისას გამოუვიდეს ოფლი.

 

100 გრამ [u]რძეში[/u] ჩაყარეთ 7 ცალი ახალამოსული ყაყაჩო და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. შეგრილებული სითხით მოურეცხეთ ავადმყოფს მტკივანი ყური.

 

[u]სელის ტილოს[/u] პატარა ნაჭერს წაუსვით გამდნარი ცვილის ბოლოთი ჩაუდეთ ავადმყოფს ყურში, ბოლო გარეთა განიერი მხრიდან წაუკიდეთ ცეცხლი. როცა ქსოვილი ყურამდე დაიწვება, ჩააქერეთ და ფრთხილი მოძრაობით ამოიღეთ ყურიდან დარჩენილი ნაწილი. ამ მეთოდით ხდება ყურიდან ჭუჭყის სრული გამოდევნა.

 

გარეცხეთ ყური [u]კანაფის ზეთდამატებული თბილი რძით[/u].

 

ჩაიწვეთეთ ყურში გამთბარი [u]კომბოსტოს წვენი[/u].

 

დაჭეჭყეთ[u] ყაყაჩოს ძირი[/u], შემდეგ მოხარშეთ და თბილი წვენი ჩაიწვეთეთ ყურში.

 

თუ ყურში მწერი ჩაგიძვრათ, მის ამოსაყვანად საჭიროა ყურში [u]აბუსალათინის ზეთი[/u] ჩაისხათ და დაწვეთ გვერდზე, მტკივანი ყურით ზევით.