როგორ ვიკვებოთ სწორად
ნურასოდეს მიიღებთ კონცენტრირებულ ცილოვან და ნახშირწყლებიან საკვებს ერთ ჯერზე. [u]ეს ნიშნავს:[/u] არ შეჭამოთ ნიგოზი, ხორცი, კვერცხი, ყველი და სხვა ცილოვანი საკვები პურთან, მარცვლოვან პროდუქტებთან, კარტოფილთან, ნამცხვართან, ტკბილ ხილთან ერთად. [u]ერთ ჯერზე უნდა მიირთავათ[/u] - კვერცხი, მეორეზე - თევზი, მესამეზე - რძე, მეოთხეზე - ყველი და სრულიად სხვა დროს - პური, ფაფეული, ან ანტრია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ცომეულის ნაწარმზე, მაშინ ისინი ცალკე მიირთვით.
არასოდეს მიირთვათ ნახშირწყლოვანი და მჟავე საკვები ერთ ჯერზე. ნუ შეჭამთ პურს, კარტოფილს, ბარდას, პარკოსნებს, ბანანს, ფინიკს (ინდის ხურმა) და სხვა ნახშირწყლოვან პროდუქტებს ლიმონთან, ფორთოხალთან, გრეიფრუტთან, ანანასთან, შტოშთან, პომიდორთან და სხვა მჟავე პროდუქტებთან ერთად.