როგორ ვასწავლოთ ბავშვს მათემატიკა
ყველაზე პირველი ნაბიჯი არითმეტიკაში არის - პლიუს და მინუს ერთი. მიეცით ბავშვს ფურცელი ან ჯოხი, თქვენთვის მოიძიეთ ასეთივე. ითამაშეთ"ხარბი და გულუხვი მეგობრები", გაახმოვანეთ მოქმედებები: "ერთი ფურცელი და კიდევ ერთი - ახლა შენ გაქვს ორი ფურცელი". შემდეგ სეირნობაზე აიღეთ უკვე სამი ერთგვაროვანი ნივთი და ასე შემდეგ. თქვენ ვაჟს მოსწონს მანქანები? დააწყვეთ ავტომობილები. გოგონას მოსწონს თოჯინებით თამაში? დათვალეთ კაბები, სათამაშო ფეხსაცმელები, ჭურჭელი. ამ მხრივ ყველაზე მარტივად გასაგები და ტრადიციული თამაში არის - სახახლე (теремок). მასში შეგიძლიათ შეასახლოთ ვინც გინდათ და რამდენიც გინდათ, მთავარია - მაცხოვრებლები დაუმატოთ სათითაოდ, გაიმეოროთ ბევრჯერ, მაგრამ მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ ბავშვი მზადაა აღსაქმელად. სათამაშოების "გამოსახლება" განახორციელეთ იმავე სქემით.
გამოთვლის პროცესი გაართულეთ მწყობრში და თანდათანობით დაწყობით. არ იჩქაროთ. მოიგონეთ სხვადასხვაგვარი თამაშები. თოჯინებს შეუძლიათ წყვილებად იარონ სტუმრად, ხოლო მანქანებს სხვადასხვა რაოდენობის ტვირთის გადატანა. ბიჭებს ასევე მოსწონთ უჩვეულო მასალებთან თამაში: შეიძლება დათვალოთ, ვინ გახეთქავს უფრო მეტ საჰაერო ბუშტს, ან ჩაასხათ ჭიქებში განსხვავებული ფერის წყალი, ან გააკეთოთ სხვადასხვა ფერის ყინული იმისათვის, რომ შემდგომში დაალაგოთ იგი კუბებად და მათი დახმარებით შეუდგეთ მათემატიკის მეცადინეობას.