როგორ ავიხდინოთ ოცნება
შეუძლებელი არაფერია სანამ კონკრეტულად ოცნებების ახდენაზე გადავალთ, პირველი, რაშიც უნდა იყოთ ბოლომდე დარწმუნებული - შეუძლებელი არაფერია. თითქოს ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ეს ფრაზა და გაცვეთილია, მაგრამ არაც და არამც არ მიიღოთ ეს მითად. ოცნება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ბოლომდე ხართ მის ასრულებაში დარწმუნებული.
აფრიმაციები რა არის აფრიმაციები? აფრიმაციები არის მოკლე წინადადებები, რომლის დახმარებით შეგეძლებათ საკუთარი თავის გამხნევება. ადამიანმა გამუდმებით უნდა გაამხნევოს თავი. დავუშვათ თქვენ ხართ უიმედოდ, ხართ დაღლილი და ფიქრობთ, რომ თქვენი ჩანაფიქრი არ გამოდის და არც სურვილს არ უწერია ახდენა ფიქრობთ, რომ ყველაფერი სცდეთ, მაინც ნუ დაყრით ფარ-ხმალს. გონებაში ან დაბალ ხმაზე ისე, რომ თქვენ გესმოდეთ საკუთარი ჩურჩულით მხოლოდ, გაიმეორეთ, რომ თქვენ ამას აღწევთ თქვენ ღებულობთ იმას რაც გსურთ. "მე ამას შევძლებ, მე ამას მივაღწევ". დანებება და ხელის ჩაქნევა არ არის სწორი პოლიტიკა.