როგორ შევქმნათ პრეზენტაციის ფაილი (PowerPoint 2007)
პირველი ველის Templates (შაბლონები) ნაწილში ჩვენ დავინახავთ ვარიანტებს, რომელიც შეიძლება ავირჩიოთ, რათა შევქმნათ ახალი სუფთა პრეზენტაცია, ან პრეზენტაცია კომპიუტერში არსებული შაბლონის ან ფაილის მიხედვით. თუ კომპიუტერი ინტერნეტში ჩართულია, შეიძლება ის შაბლონები მოვძებნოთ, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება იმავე ველის Microsoft Office Online ნაწილის საშუალებით. გახსნილი დამატებითი ფანჯრის მეორე ნაწილში შაბლონების ნიმუშები გამოჩნდება, ხოლო მესამე ნაწილში კი შერჩეული შაბლონი. პრეზენტაციის ახალი ფაილის შექმნა შეიძლება აგრეთვე სწრაფი წვდომის ინსტრუმენტთა პანელზე მოთავსებული New ღილაკზე დაწკაპუნებით ან
პრეზენტაციის ფაილის შექმნა - ფაილის შექმნა შესაძლებელია განვახორციელოთ რამდენიმე გზით: ავირჩიოთ Office Button მენიუში Save ბრძანება, ან სწრაფი წვდომის ინსტრუმენტთა პანელზე ღილაკი Save ან გამოვიყენოთ
პრეზენტაციის ფაილის შენახვა ახალი სახელით - ავირჩიოთ Office Button მენიუში Save As ბრძანება და Save a copy of the document ველში შესანახი ფაილის ტიპი ავირჩიოთ, რომლის შემდეგაც Save As დამატებითი ფანჯარა გაიხსნება. გამონათებული დიალოგის File Name ველში ფაილის სახელი შევიტანოთ. თუ ფაილს მიმდინარე My Documents კატალოგში არ ვქმნით, Save in ველიდან საჭირო დისკო და კატალოგი ავირჩიოთ, ხოლო Save as type ველში შევარჩიოთ შესაქმნელი ფაილის ტიპი და ხელი დავაჭიროთ Save ღილაკს ან
პრეზენტაციის ფაილის შენახვა ცვლილების შემდეგ - მეხსიერებაში უკვე არსებულ ფაილში შეტანილი ცვლილებების დაფიქსირება ხდება Office Button მენიუს Save ბრძანებით ან სწრაფი მიმართვის ინსტრუმენტთა პანელის Save ღილაკზე დაჭერით ან კლავიშთა კომბინაციით
პრეზენტაციის არსებული ფაილის გახსნა - უკვე არსებული პრეზენტაციის ფაილის გასახსნელად ავირჩიოთ Office Button მენიუს Open ბრძანება ან დავაჭიროთ სწრაფი წვდომის ინსტრუმენტთა პანელის Open ღილაკს ან გამოვიყენოთ
პრეზენტაციის ფაილის სწრაფი გახსნა - პრეზენტაციის ფაილის სწრაფად გასახსნელად მივიყვანოთ მაუსი Office Button მენიუს Recent Documents ველში მოთავსებული ფაილების ჩამონათვალიდან საჭირო ფაილის სახელთან და დავაწკაპუნოთ. პრეზენტაციის ფაილის სწრაფი გახსნა შეიძლება აგრეთვე, სასტარტო მენიუს Start / Documents (კლასიკური სასტარტო მენიუს შემთხვევაში) ან Start / My Recent Documents (Windows XP-ის სასტარტო მენიუს შემთხვევაში) კასკადში საჭირო ფაილზე დაჭერით, სადაც ბოლო 15 დოკუმენტის სიაა მოთავსებული.
პრეზენტაციის ფაილის დახურვა - პრეზენტაციის აქტიური ფაილის დახურვა შეიძლება Office Button მენიუს Close ბრძანებით ან PowerPoint-ის შესაბამისი ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ Close ღილაკზე დაწკაპუნებით ან