როგორ გავიზარდოთ თმები სწრაფად (ხალხური მეთოდები)
დასუსტებული თმები ძალიან ნელა იზრდება , ამიტომაც პირველ რიგში, საჭიროა მათი გაძლიერება. ამ საქმეში შეუცვლელია ხახვი. ხახვის შემცველობაში შედის იგივე ნივთიერებები, რაც გვხვდება თმის მიკროელემენტებში, კონკრეტულად - გოგირდი და ფოსფორი. ამის წყალობით, ხახვის წვენი ეხმარება თმის სტრუქტურის აღდგენაში, ხელს უშლის მათ ცვენასა და ქერტლის წარმოქმნას.
თმების მასტიმულირებელი ნიღაბის მოსამზადებლად საჭიროა, 1 სუფრის კოვზი ხახვის წვენი გავურიოთ 2 სუფრის კოვზ არაყს და დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი. მიღებული ნაზავი წაისვით თმის ძირებზე და დაელოდეთ 40 წუთი. ეფექტის გასაძლიერებლად სასურველია თმის პირსახოცით შეხვევა. თმების გამოკვება ამ ხერხით საჭიროა კვირაში 2 ჯერ. უკვე ორი პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ დადებით ცვლილებებს - თმები გახდება ელასტიური, ბრწყინვალე და შეწყვეტენ ცვენას.